საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგი ტური პარასკევს დაიწყო. მე-11 ტურის საწყის შეხვედრაში ბოლოადგილოსანმა “ლანსმა” კასანოვას “ტულუზას” გასვლითი მატჩი მოუგო. სტუმრებმა გოლები პირველი ტაიმის საწყის ნახევარ საათში გაიტანეს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.
პირველი გოლი 28 წლის მაროკოელმა ელ ჯადეუმ მე-12 წუთზე გაიტანა, საგოლე პასი ნ’დიაეს ანგარიშზეა.28-ე წუთზე ბურიგადმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
კომბუარეს გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, თუმცა გასავრდნ ზონასთან დაშორება რამდენ ქულას შეადგენს ტურის სხვა მატჩების შემდეგ გაიკრვევა.
რაც შეეხება “ტულუზას,” კასანოვას გუნდი მე-11 ადგილს იკავებს და მეცხრე ადგილოსანი “მონაკო” ბურთების უკეთესი შეფარედებით უსწრებს.
“ტულუზა” – “ლანსი” 0:2 (0:2)
ტულუზა, “მუნიციპალი.”
ტულუზა: ბუჩერი, მუბანჯე, გრიგორე, ვესკოვაჩი (სპანო 43 ), აკპა აკპრო, დუმბია, აგილარი, სილა (ბრეითვაითი 72 ), ტრეხო (რეგატინი 46 ), პესიჩი, ბენ იედერი
მთავარი მწვრთნელი: კასანოვა
ლანსი: ბელონი, კავარე, ლანდრე, ბა, ბაალი, ვალდივია ( ბუბაქარ სილა 73 ), ბურიგადი (ფრაჯი 81 ), სიპრიენი, ელ ჯადეუ, გილამი, ნ’დიაე (ნომენიანაჰარი 65 )
მთავარი მწვრთნელი: კომბუარე
გოლები: 0:1 ელ ჯადეუ (12), 0:2 ბურიგადი (28)
მთავარი მსაჯი: ვილფრიდ ბიენი
გაფრთხილება: ელ ჯადეუ (57), ბუბაქარ სილა (87), გრიგორე (90+2)