ფეხბურთი

11:19 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო მუსიკოსები

"ვერდერმა" მორიგი მატჩი წააგო და კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა. "მუსიკოსები" შინ დამარცხდნენ "კიოლნთან", რომელსაც ამ სეზონში ცოტა გოლი გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს. გამარჯვების ბურთი ნიგერიელმა ფორვარდმა ენტონი უჯამ მიითვალა სვენტოს პასით. აღსანიშნავია, რომ უჯა სულ რაღაც ერთი წუთის შესული იყო მინდორზე...

არადა, რობინ დუტის "ვერდერი" ბევრს უტევდა, ოღონდ ქაოსურად. დუტიეს სკამი საგრძნობლად შეირყა – "მუსიკოსები" ბოლო ადგილზე არიან, ცხრა ტურში ერთი მოგებაც კი მოახერხეს.

ვერდერი – კიოლნი 0:1 (0:0)

ვერდერი: ვოლფი, კალდიროლა (გაბრე სელასი 61), ფრიტცი, გალვესი, გარსია, პრიოდლი, ბერტელსი, ჰაიროვიჩი (პეტერსენი 61), იუნუზოვიჩი, მაკიადი (ზელკე 74), დი სანტო

მწვრთნელი: რობინ დუტი

კიოლნი: ჰორნი, ექტორი, მავრაი ოლკოვსკი, ვიმერი, ჰალფარი (უჯა 58), ლემანი, რისე, ვიოგტი, სვენტო (პეჩკო 70), ცოლერი (მარო 77)

გოლი: 0;1 უჯა (59)

გაფრთხილება: კალდიროლა (21), ჰაიროვიჩი (37), გარსია (86)

0.131169