ბაზელის ტურნირის მეოთხედფინალში რაფა ნადალმა 17 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 2:6, 6:7 წააგო. ნახევარფინალში ჩორიჩი ბელგიელ დავიდ გოფინს შეხვდება. მომავალ ორშაბათს ბორნა კლასიფიკაციაში პირველ ასეულში მოხვდება და სხვა 99 წევრს შორის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი იქნება.
ამასობაში ნადალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე არ იასპარეზებს. რაფა აპენდიციტის ოპერაციას გაიკეთებს და წლის ბოლომდე ტაიმ-აუტი აიღო. ამასთან, ნადალმა ისიც აღნიშნა, რომ წელის ტკივილი აწუხებს და ამ მხრივაც სამკურნალოა.