ჭადრაკი

3:12 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმების დღე ტაშკენტში

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მორიგი ეტაპის მე-4 ტურში ექვსივე პარტია ყაიმით დასრულდა. ამდენად, ფრე დააფიქსირა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამაც (2717), რომელიც თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვს (2726) ეთამაშებოდა.

შედეგად, ჯობავამ 2.0 ქულა მოაგროვა და 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილზე იმყოფება, ერთპიროვნული ლიდერი კი ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (2757) გახლავთ 3.0 ქულით.

25 ოქტომბერს ტურნირზე შესვენებაა, 26-ში კი ბაადური შავებით რუს სერგეი კარიაკინს (2767) გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს 2.5 ქულით მე-3 პოზიცია უკავია.

0.132772