ფეხბურთი

22:12 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ 23 ფეხბურთელს უხმო

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს დუნგამ უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 23 კაციანი სია გამოაქვეყნა.

დუნგას გადაწყვეტილებით, “სელესაოში” დაბრუნდა “ვალენსიას” კარის დარაჯი დიეგო ალვეში, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. ნაკრებში ოთხი ახალწვეულია, კიდევ ერთი კიპერი – ნეტო, რომელიც “ფიორენტინას” ღირსებას იცავს. ჰოფენჰაიმელი რობერტო ფირმინო და “შახტარის” დუეტი – დუგლას კოშტა და ლუის ადრიანო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში, “ბატეს” 5 გოლი გაუტანა.

ბრაზილიელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: დიეგო ალვეში (“ვალენსია”), კაბრალი (“ნაპოლი”), ნეტო (“ფიორენტინა”);
მცველები: დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი (სამივე პსჟ), ალექს სანდრო, დანილო (ორივე “პორტო”), მირანდა (“ატლეტიკო”), ფელიპე ლუისი (“ჩელსი”), მარიო ფერნანდესი (“ცსკა”);
ნახევარმცველები: ოსკარი, ვილიანი (ორივე “ჩელსი”), ლუკას მოურა (პსჟ), ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), რომულო (“ცსკა”), კაზემირო (“პორტო”), კოუტინიო (“ლივერპული”), ფირმინო (“ჰოფენჰაიმი”);
თავდამსხმელები: დუგლას კოშტა, ლუის ადრიანო (“შახტარი”), ნეიმარი (“ბარსელონა”).

ბრაზილიის ნაკრები 12 ნოემბერს თურქეთს ეთამაშება სტამბულში, ხოლო 18-ში ავსტრიას დაუპირისპირდება ვენაში.

0.120505