ჩოგბურთი

18:49 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ივანოვიჩმა მოიგო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა

სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე, წითელ ჯგუფში სერბმა ანა ივანოვიჩმა რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა (7:6, 3:6, 6:3). სერბს ორ სეტში სჭირდებოდა გამარჯვება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რომ ჰქონოდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველ სეტში ჰალეპი 5:2 იგებდა, მაგრამ ვერ მოიგო სეტი და ტაი-ბრეიკზე წააგო 9:7. სიმონა მეორე სეტში 4:1 დაწინაურდა, ამჯერად აღარ გაანიავა დიდი უპირატესობა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტს სატურნირო თვალსაზრისით არანაირ შინაარსი აღარ ჰქოდნა, ჰალეპი პირველ ადგილზე იყო ყველა შემთხვევაში, ხოლო ივანოვიჩი კი მესამე ადგილზე. ანამ იბრძოლა, იმარჯვა მესამე სეტში და ღირსეულად დაამთავრა სინგაპურში ასპარეზობა.

მატჩი 2 საათი და 12 წუთი მიმდინარეობდა. რუმინელმა 6 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ანას 2 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

წითელი ჯგუფიდან ნახევარფინალში ჰალეპი და სერენა უილიამსი გავიდნენ შესაბამისად 1 და 2 ადგილზე.

იხილეთ წითელი ჯგუფის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

Fორმ

1.

სიმონა ჰალეპი

3

2

1

5:2

2

2.

სერენა უილიამსი

3

2

1

4:2

2

3.

ანა ივანოვიჩი

3

2

1

4:3

2

4.

ეჟენი ბუშარი

3

0

3

0:6

0

ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

სიმონა ჰალეპი – აგნეშკა რადვანსკა

სერენა უილიამსი – კაროლინ ვოზნიაცკი

0.134554