არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ 20 მილიონი დოლარი მოპარეს. მან ეჭვი თავის ყოფილ მეუღლეზე კლაუდია ვილიაფანიეზე და მის საქმროზე ხორხე ტაიანუზე მიიტანა.
“ამჟამად, კლაუდიასა და ტაიანუსთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. თუ ის ცოტა ფულს შოულობს, მაშინ BMW როგორ შეიძინა? გამოძიება ჩემი ქალიშვილების ირგვლივაც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ისინი ეჭვიმატანილნი არ არიან”, – იუწყება მარადონას სიტყვებს ინტერნეტპორტალი Clarin-ი.