ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2717) ფიდე-ს გრან-პრის ტაშკენტურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ჯობავამ შავი ფიგურებით უზბეკთა იმედი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი რუსტამ კასიმჯანოვი (2706) დაამარცხა, რომელმაც უკანასკნელ ადგილზე გადაინაცვლა, ბაადურმა კი 1.5 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-6 პოზიციას ეწია.
მე-4 ტურში ქართველი დიდოსტატი თეთრებით აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვს (2726) დაუპირისპირდება.
ისიც ვთქვათ, რომ 3 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (2757) გახლავთ. მის აქტივში 2.5 ქულაა.