მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შვედურ “მალმიოსთან” მოგების შემდეგ ანტუან გრიზმანის თამაშზე ისაუბრა.
“გრიზმანის გამოსვლით კმაყოფილი ვარ, გუნდის თამაშში მნიშვნელოვან როლს არულებს. გოლის გატანის გარდა დაცვითი ფუნქციებსაც ასრულებს, თუმცა, ვფიქრობ, უფრო მოუმატებს და მეტად სასარგებლო გახდება”, - განაცხადა არგენტინელმა.
გუშინდელ მატჩში გრიზმანმა ერთი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კოკეს პასით სამამდე გაზარდა სხვაობა.