ფეხბურთი

20:06 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გომესი ვარჯიშს იწყებს

იტალიური “ფიორენტინას” გერმანელი ფორვარდი მარიო გომესი 2 თვეზე მეტია, რაც ლაზარეთშია. “ვიოლას” ექიმების ცნობით, გერმანელი ფორვარდი ინდივიდუალურ ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს.

გომესის დაბრუნებას მოედანზე კი იტალიელი მედიკოსები ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან.

მარიო გომესი “ფიორენტინაში” 2013 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა ფეხბურთელმა იტალიაში თავი ვერ დაიმკვიდრა, რაშიც უდიდესი წვლილი ტრავმებს მიუძღვით. გომესმა ტრავმის გამო გასული სეზონის უმეტესი ნაწილიც გამოტოვა.

გიორგი მელქაძე

0.115222