პორტუგალიური “ბენფიკას” ნახევარმცველით, ნიკოლას გაიტანით “მონაკო” ისევ დაინტერესდა – გვაუწყებს Talksport-ი.
“თავადებს” არგენტინელი ნახევარმცველის გაფორმება ზაფხულშიც სურდათ ხამეს როდრიგესის შემცლელად, თუმცა გარიგება მაშინ არ შედგა. კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი არსებული შემადგენლობით დიდად კმაყოფილი არაა და გაძლიერება სურს. გაიტანის შეძენას “მონაკო” იანვარში ეცდება.
გაიტანს “ბენფიკასთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 22 მილიონი ფუნტია.