“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი პრესკონფერენციაზე წარსდგა და ევროპა ლიგაზე ლიეჟის “სტანდარდთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ბასკი სპეციალისტის თქმით, მათთვის აღნიშნული ტურნირი მნიშვნელოვანია და ყველაფერს გაიღებენ წარმატებისთვის.
“ჩვენთვის ევროპის ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად და დღესაც მოსაგებად ვიბრძოლებთ. “სევილიასთვის” ყველა შეჯიბრი თანაბრად პრიორიტეტულია.
დღეს ძირითადად იმ ფეხბურთელებზე გავაკეთებ აქცენტს, რომელთაც კვირას არ უთამაშიათ და უფრო დასვენებულები არიან. რესურსის სწორად განაწილება მნიშვნელოვანია.
ბელგიელებს დიდ პატივს ვცემ, მათ შესანიშნავი ისტორია აქვთ და ახლაც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა”, - განაცხადა ბასკმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგაზე “სევილია” თავის ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.