ფეხბურთი

18:47 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი “კლასიკოსთვის” მზადაა

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელ ფორვარდს ლუის სუარესს დისკვალიფიკაციის ვადა გასდის. ფეხბურთელის დებიუტს კი სწორედ შაბათს ელოდებიან.

“ბარსელონამ” უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ სუარესი ლუის ენრიკეს განკარგულებაში უკვე “რეალის” წინააღმდეგ იქნება. ამის შესახებ უკვე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა.

“ლუის სუარესი მზადაა “ბარსელონაში დებიუტისთვის. ის 4 თვიან დისკვალიფიკაციას 24 ივნისი შემდეგ იხდიდა, რომლის ვადაც იწურება”, - წერია “ბარსას” საიტზე.

იტალიისა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირების დროს ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა, მართალია, ეს ეპიზოდი შეხვედრის არბიტრმა მაშინ ვერ შეამჩნია, მაგრამ მოგვიანებით ფიფამ იგი 4 თვიანი დისკვალიფაციით დასაჯა.

გიორგი მელქაძე

0.116223