სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე, პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა კანადელი ეჟენი ბუშარი გაანადგურა (6:1, 6:1). სერენას გუშინდელი სენსაციური მარცხის შემდეგ ჰალეპთან (6:0, 6:2) აუცილებლად ესაჭიროებოდა ბუშართან გამარჯვება.
პირველ სეტში პირველივე ჩაწოდება მოიგო ბუშარმა და 1:0 დაწინაურდა. ეს იყო და ეს რაც კანადელმა სეტში შეძლო, უილიამსმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტშიც მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახერხა ბუშარმა.
მატჩი 59 წუთში დასრულდა. სერენამ 5 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბუშარს არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ბუშარის სინგაპურში გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, მან წითელ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ხვალ გაიმართება ივანოვიჩ-ჰალეპის შეხვედრა. ეს მატჩი გაარკვევს ჯგუფში 1-2 ადგილოსნებს.
. | სიმონა ჰალეპი | 2 | 2 | 0 | 4:0 | 2 |
|
2. | სერენა უილიამსი | 3 | 2 | 1 | 4:2 | 2 |
|
3. | ანა ივანოვიჩი | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 |
|
4. | ეჟენი ბუშარი | 3 | 0 | 3 | 0:6 | 0 |
|
მატჩის საინტერესო მომენტები
http://www.youtube.com/watch?v=KUhAHN24CMQ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
bushari shemajamebelze xar daanebe facebooks tavi gonshi araa ra xdeba
წარმატება სერენას
აუ ბუშარი კი არადა სიმონა ხვალ გირჩევია ორ სეტში წააგო ივანოვიჩთან თორე სერენა თუ კიდე გადაგეყარა ნახევარფინალში იმ ბლებს აღარ ჭამს და გადაგივლის კატოკივით!
ბუშარი მაინც კომლიმენტებს იმსახურებს პირველ რიგში მოხვედრისთვის ამ ტურნირზე,ჯერ ახალგაზრდაა ყველაფერი წინააქვს,ნამდვილად პერსპექტიულია ეჟენი და იმედია არ შეწყვეტს პროგრესს..ისე ხვალ ბაზელში მაგარი საინტერესო მატჩი გვაქვს გოფინი-რაონიჩი,ძაან მოუმატა ამ ბოლოდროს გოფინმა,მშვენიერ ფორმაშია რაონიჩის თამაში კი მაინცდამაინც არ მომეწონე დღეს იანგთან ბევრი შეცდომები ჰქონდა,ფორმიდან ამოვარდნილს ჰგავს მილოში..ჩემი აზრით მაგარ წინააღმდეგობას გაუწევს გოფინი
es bolo turnirebi dzalian cudia miloshi exla gadamwyvet fazashia ufro unda moumatos
გოფინი უნდა ჩაახთეს დღეს ხოეისტს გუშინ ვუყურე იანგთან მასტი აუტი ბადეში ბურთი მეტი აარაფერ არ აკეთებდა,იანგია ჩამოსხმა თორემ ბევრი ეგრევე მოუგვარედბა კანადელს,უნდა ვლეწო დღეს გოფინი და ანაზე
ეუუჰჰ რა რეპუტაციაზეა ლაპარაკი ქალი ყველა დროის ლეგენდაა და ერთხელ თუ წაგო მერე რა
ბუშარის სინგაპურში გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, მან წითელ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
სამაგიეროდ 210 ქულა კი აიღო და
ბუშარი დაიბრიყვა ყველამ
გააბიბერეს ბუშარი DDDDDDDDDDDDDDDDDDD