ფეხბურთი

20:46 | 15.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ირაკლი გოგინაშვილი – მოლდოვური კლუბის ლიდერი

მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები, გამორჩეული კვალი ვაჟა თარხნიშვილმა დატოვა, მან 13 წელი “შერიფში” ითამაშა, გუნდის კაპიტანი იყო, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაუძღვა გუნდს, ხოლო მოლდოველებმა მის სახელზე მონეტა გამოჭედეს, ფულის ერთეულის ავერსზე თარხნიშვილის გამოსახულებაა ამოტვიფრული.

2012 წელს თარხნიშვილმა კარიერა “შერიფში” დაასრულა. ამ დრომდე და მას შემდეგ სხვა ქართველებმაც ითამაშეს მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში, თუმცა მსგავსი წარმატებისთვის არავის მიუღწევია.

ზაფხულში მოლდოვურ “საქსანში” 20 წლის ირაკლი გოგინაშვილი ჩაირიცხა. ნახევარმცველი გასულ სეზონში რუსთავის “მეტალურგში” თამაშობდა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გუნდში მიიწვია.

1988 წელს გელა კეტაშვილი საბჭოთა ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველთან ერთად გამარჯვებულთა შორის ვლადიმერ ლიუტი, “საქსანის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თამაშობდა. იმპერიის დაშლის შემდეგ ლიუტიმ ევროპულ კლუბებში ითამაშა, გამორჩეული ეტაპი იყო “შალკესა” და “დუისბურგის” მაისურით. ცხადაძესთან და ცვეიბასთან ერთად 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

2007 წელს მოსკოვის “ლოკომოტივში” მთავარი მწვრთნელის ასისტენად იმუშავა, როცა იქ ასათიანი თამაშობდა.

ამჯერად მოლდვურ კლუბში გადაიკვეთა ქართველისა და ლიუტის გზები. სეზონის წინ “საქსანში” ქართველი ფეხბურთელი ირაკლი გოგინაშვილი ჩაირიცხა. რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ფეხბურთელი მუდმივად მოედანზეა.

მეთერთმეტე ტურში “კოსტულენთან” საშინაო შეხვედრაში ცვლილებაზე გამოსულმა გოგინაშვილმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, რომელიც ტურის გოლებში მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ნიგერიელ სანი კეიტასთან ერთად გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

“მსოფლიო სპორტი” ირაკლი გოგინაშვილს მოლდოვაში დაუკავშირდა.

“გუნდს კარგად შევეწყვე, მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ დიდხანს არ ვაპირებ გუნდში დარჩენას. ვფიქრობ უფრო ძლიერ კლუბში განვითარების მეტი შანსი მექნება” – გვითხრა ირაკლიმ.

- გუნდში შენი ჩარიცხვა როგორ მოხდა?

- აქ ჩამოსვლამდე იცოდნენ ჩემს შესახებ, რამდენიმე მატჩის ვიდეო ჰქონდათ ნანახი, თუმცა ერთ შეხვედრაში მაინც გამომცადეს. კარგად ვითამაშე და შეთანხმებაც შედგა.

- მწვრთნელზე რას იტყვი?

- მისგან ბევრი რამე ვისწავლე, გამოცდილი მწვრთნელია. მიმითითებს ხოლმე, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ ჯობდა თამაში.

- შეადარე საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატები.

- სათამაშო მხრივ თითქმის თანაბარი დონეა. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ჩემს გუნდში ხელფასს ერთი დღითაც არ აგვიანებენ, თუმცა არ ვიცი რა სიტუაციაა სხვა მოლდოვურ კლუბებში. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. ბევრი მეგობარი თამაშობს უმაღლეს ლიგაში, ერთი-ორი გუნდის გარდა, თითქმის ყველგან ფინანსური პრობლემებია.

- საქართველოში გუნდების უმრავლესობას საფეხბურთო ბაზა არ აქვს. ამ მხრივ რა სიტუაციაა “საქსანში?

ჩემი გუნდის სტადიონი ქალაქ ჩადირ ლუნგაში მდებარეობს, თუმცა სავარჯიშო პროცესს კიშინიოვში გავდივართ. ჩადირ ლუნგაში მხოლოდ თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავდივართ, ვისვენებთ, ვთამაშობთ და შემდეგ ისევ კიშინიოვში ვბრუნდებით, სადაც ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს შემდეგი მატჩისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო პროცესი.

ლიუტი გამოცდილია, მაგრამ სხვა მწვრთნელებზე რას იტყვი, რომელთანაც საქართველოში გიმუშავია.

ყველაზე დიდი დრო გუბაზ დოლიძესთან მაქვს გატარებული. 7 წელი ჩემი მწვრთნელი იყო, მან შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი. უფრო ადრე ჯონი ჯანელიძესა და კოტე მელქაძესთან ვვარჯიშობდი, ბოლო სეზონი ვარლამ კილასონიასთან გავატარე. მან ბევრი რამ მასწავლა.

“საქსანში” თამაშობს ნიგერიელი სანი კეიტა. მას “მონაკოში” უთამაშია, უფრო ადრე კი 2005 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშა, სადაც ნიგერია მესის გოლებით დამარცხდა. მასზე რას იტყვი?

კეიტას ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები. საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატებში გამოდიოდა. იგი ძალიან გამოცდილია და მეტწილად სწორედ გამოცდილების ხარჯზე თამაშობს.


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:11 | 25.09.2014
პანტელეიმონი (4347)

თვითონ ვერ ხვდება და ალბათ მიახვედრებენ რა უნდა გააკეთოს.

22:10 | 25.09.2014
levani1980 (15)

სიჭინავა,შსს ში სირბილს გირჩევნია განცხადება დაწერო და პრეზიდენტობიდან დაახვიო შენი დამქაშებიანად,ხო გაასწორეთ მიწასთან ქართული ფეხბურთი შენ და არველაძემ,ხოდა გააჯვით ეხლა.იქნებ ვინმე ნორმალური მოვიდეს,ვისაც თქვენსავით ფეხბურთი და საქართველო არ ეზიზღება და უშველოს რამე ჩვენ ფეხბურთს

20:25 | 25.09.2014
რაჭა (10043)

არ გამოკვირდება, თუ გადადგომაზე განცხადებას გააკეთებს.....ალბათ ვიღაცეები საყმაწვილო სენისგან ვერ განიკურნენ და გონიათ თუ ეს გადადგა ავშენდით, მეტი არაა ჩემი მტერი, ერთი წავა, სხვა მოვა (შეიცვლება მხოლოდ ოფისის მეპატრონე) ჩვენი ფეხბურთი იქ დარჩება სადაცაა

21:12 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

არველაძეა მოსაშორებელი პირველ რიგში.

20:13 | 25.09.2014
Yipo-yipo (35)

ნახეთ რა კრავის სახე აქ არ იზამდა ეს ცუდს არაფერს

19:22 | 25.09.2014
festina (2659)

იმედია მარტო დისკვალიფიკაციას მისცემენ იმ მსაჯებს მარტო და არავის არ დაიჭერენ!!!ციხესთვის მეცოდება ყველა და ნუ ხართ ხალხნო გაბოროტებულნი ეს გასროკეთ და ისო!!!არაა ლამაზი!

21:11 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

რატო სხვებმაც რო მიბაძონ? სანამ სამაგალითო დასჯა არ იქნება ვერ გადააფიქრებიებ.

19:21 | 25.09.2014
festina (2659)

არააა დომენტი სულელი რომ ასეთ სისულელეზე დააჭერინოს თავი ))

18:58 | 25.09.2014
DepayManUtd (280)

დაიტოვონ ნეტა ეს ქართული ფეხბურთის მკვლელი

18:57 | 25.09.2014
R.Keane (257)

გასროკეთ ამისს ... და გვერძე ის თავ ტვლიპინა არველაძე მიუსვი!!

21:11 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDD

19:02 | 25.09.2014
fero (15151)

ეგ ისეთი ვაზელინაა ყველას წაესმება ვინც არ უნდა მოვიდეს!

21:10 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

არც გაშრლა მაგის ვაზელინი.

18:58 | 25.09.2014
DepayManUtd (280)

DDDDDDDDDDD +1

18:52 | 25.09.2014
fero (15151)

ცირკაჩი დაიბარეს! სადაა ვაზელინა? ან კვარაცხელია? პასუხი ამატაც უნდა აგონ! განსაკუტრებიტ კვარაცხელიას უნდა დაუსვან მეტი კიტხვა! ეგ იყო ცჰაწყობების დიდოსტატი!

18:36 | 25.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ტოტალიზატორმა ფეხბურთი „გააფუჭა“!

18:43 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

გააფუჭა მაგრამ ჩვენთან მის გარეშეც გაფუჭებული იყო.

18:47 | 25.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

2000-ს წლამდე კიდე სუნთქავდა.

21:10 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ჰოდა ახლა აღარ სუნთქავს.

18:33 | 25.09.2014
mushni (93569)

გასაუქმებელია ჩვენი ფეხბურთი

18:43 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

გამარჯობა გეთქვა მაინც

18:48 | 25.09.2014
Babajuju (2597)

DDD

18:37 | 25.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

რატო, იყოს ხელბურთის პონტში

18:43 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ხელბურთმა ნახე აგერ თუ არ აჯობოს
ეგენიც მოახერხებენ ევროპაზე გასვლას

18:46 | 25.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

საინტერესოა.

21:09 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

აგერ ნახავ

18:21 | 25.09.2014
Babajuju (2597)

ესეც უნდა დაისაჯოს და საერთოდ ყველა ვინც გარეულია უნდა დაისაჯოს!!!

18:10 | 25.09.2014
ilari22 (679)

ეტყვიან ან დაახვევ ან ვირის აბანოოო

19:35 | 25.09.2014
lado (1613)

ამას მალე ეწურება მაინც ვადა და არ მგონია ეგ იყოს მიზეზი

18:18 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

არა მგონია

18:03 | 25.09.2014
festina (2659)

ნეტავ რა იქნება?არამგონია გაბედონ და სიჭინავა დაიჭირონ,ესე უსაფუძვლოდ თუ დაიჭირეს მაშინ საერთოდ უეფადან გაგვრიცხავენ,ალბათ ჩვენებას ჩამოართმევენ მსაჯებზე ან კიდევ მამენტ ეს სიჭინავაზე გასასვლელად გააკეთეს და მსაჯებს ეხლა ხელს დაადებინებენ სიჭინავაზე )
პასმოტრიმ შტო ბუდეტ ))

18:59 | 25.09.2014
DepayManUtd (280)

ამ უეფამ ხო შეგვიკიტინა რა. რა იმათი საქმე ა ფედერაციის პრეზიდენტს ვიჭერთ თუ Vთ***თ

18:19 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

თუ დაამტკიცებ რო მონაწილეობდა ამ სიბინძურეში არაფერსაც არ გეტყვის უეფა.

18:18 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

ტყუილია ამას არ დაიჭერენ,

17:59 | 25.09.2014
ilari22 (679)

დომენტი შენ საცოდავო გამოგისვებენ ნეტავ უკან??

17:57 | 25.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ზვიად-დომენტი, ელდარ-ლუკას პონტშია?

18:32 | 25.09.2014
mushni (93569)

+1

17:57 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

მასე გგონია?

17:56 | 25.09.2014
l_e_o_n_i (340)

arveladzes rac fuli aqvs... ar uhirs saamisod nagdad ). unda gadadges sihinava, droa ukve...

17:54 | 25.09.2014
vasilich (1440)

დეიტოვეთ მანდ ბარემ

17:51 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

არველაძეა დასაჭერი პირველ რიგში.

18:32 | 25.09.2014
mushni (93569)

იას ა

16:39 | 25.09.2014
shotaminashvili2 (528)

ეს მართლა არაფერ შუაში არ იქნება, არველაძეა დასაბარებელი და მისი ბანდა. შეიძლება ეს არც ჩააყენეს საქმის კურსში ისე ტეხავდნენ ფულს

17:51 | 25.09.2014
BEERTRANCE (97819)

აბა კი არ იქნებოდა ეგეც საქმის კურსში

0.078644