ფეხბურთი

16:03 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუმანს კუიტი მოუნდა

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენა “საუთჰემპტონია”. ამ გუნდს სათავეში გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი რონალდ კუმანი უდგას.

ინგლისური გამოცემის “დეილი მირორის” ცნობით, კუმანს საკუთარი გუნდის რიგებში თანამემამულე დირკ კუიტის ხილვა სურს. “მირორის” ინფორმაციით, “საუთჰემპტონი” კუიტის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

დირკ კუიტი, რომელმაც ახლახან დაასრულა სანაკრებო კარიერა, ამჟამად თურქული “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავს. მას ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, “ფენერში” გადასვლამდე იგი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

“საუთჰემპტონი” ინგლისის პრემიერლიგაში 16 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ჩელსის” 6 ქულით ჩამორჩება.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115741