დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანმა მატს ჰუმელსმა “გალათასარაისთან” 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ შკყ-ის განუცხადა, დროა ბუნდესლიგასაც მივხედოთო.
“გუშინ ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ადვილი გამარჯვებაც მოვიპოვეთ, მაგრამ ახლა დროა ჩემპიონატსაც მივხედოთ და ასეთი თამაში ვანახოთ იქაც”, - განაცხადა ჰუმელსმა.
“დორტმუნდი” მიმდინარე ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად ასპარეზობს და ამ დროისთვის 8 ტურის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულით 14-ე ადგილზე იმყოფება.
თორნიკე ზეიკიძე