ფეხბურთი

15:08 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაცოლა: “ვიდიჩის არ მჯერა”

მილანის “ინტერის” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა სანდრო მაცოლა calciomercato.com-ს “ინტერის” დღევანდელ მდგომარეობაზე ესაუბრა.

მაცოლას აზრით, “ინტერს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელების დამატება, მათ შორის კი მცველი განსაკუთრებით. მაცოლას ქება დაიმსახურა “ნერი აძურის” ახალგაზრდა ხორვატმა ლეგიონერმა მატია კოვაჩიჩმა.

“ინტერის” დღევანდელი მდგომარეობის მარტო ვალტერ მაცარიზე გადაბრალება ვფიქრობ, შეცდომა იქნება. გუნდს იანვარში ახალი ფეხბურთელები სჭირდება, განსაკუთრებულად ცენტრალური მცველი, რადგან დიდად არ მჯერა ნემანია ვიდიჩის. რაც შეეხება კოვაჩიჩს - იგი ძალიან კარგი და ჭკვიანი მოთამაშეა. ის ყოველთვის თავაწეული თამაშობს და იცის რა უნდა გააკეთოს. “ინტერმა” თამაში მასზე უნდა ააგოს, თუმცა ჯერჯერობით ამას ნაკლებად აკეთებენ. არ ვიცი, გახდება თუ არა იგი დიდი ფეხბურთელი, მაგრამ საამისოდ ყველა თვისება აქვს”, - განაცხადა სანდრო მაცოლამ.

“ინტერი” სერია A-ში 8 ტურის შემდეგ, მხოლოდ მე-9 ადგილზე იმყოფება. ბოლო სამი შეხვედრიდან ვალტერ მაცარის გუნდმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო და ჯამში 9 გოლი გაუშვა.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111831