სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირზე, თეთრ ჯგუფში მეორე ტურის მატჩები დასრულდა.
ჩეხმა პეტრა კვიტოვამ იოლი გამარჯვება მოიპოვა, მან რუსი მარია შარაპოვა 6:3, 6:2 დაამარცხა. მატჩი კვიტოვასთვის ცუდად დაიწყო, მარია პირველ სეტში 2:0 დაწინაურდა თუმცა, ჩეხმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა.
მეორე სეტში პეტრამ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. შარაპოვამ ბოლოს პრესტიჟის 2 გეიმის მოგება მოახერხა.
შარაპოვამ ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო კვიტოვამ 2 ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მატჩი საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.
თეთრ ჯგუფში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ პოლონელი აგნეშკა რადვანსკა დაამარცხა (7:5, 6:3).
იხილეთ თეთრი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა.
1. | კაროლინ ვოზნიაცკი | 2 | 2 | 0 | 4:1 | 2 | |
2. | პეტრა კვიტოვა | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 | |
3. | აგნეშკა რადვანსკა | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 | |
4. | მარია შარაპოვა | 2 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
კვიტოვა – შარაპოვას მატჩის საინტერესო მომენტები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ex maria ra.sashinlad tamashob
დავაი დასვიდანია
ღრუსებმა ფეხბურთი ჩოგბურთი წააგეს
მარიამ 2 ტურის შემდეგ 140 ქულა აიღო
ვტა-ს ჩელენჯერში კვიტოვა და მარია 1/2 ფინალში გავიყვანე
ღიპუუუუც,გააჯვა შარაპოვამ სინგაპურიდან )))
გენაცვალე
აუ პეტრა მაგარი ხარ რააა - მიყვარს შარაპოვას განწირული ხმით ყვირილი!