ფეხბურთი

11:45 | 23.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

17 წლის უელსელის გოლით გამარჯვება
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა,

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ახალგაზრდებს შორის შედგა.

უხვგოლიანი თამაშის ბედი 17 წლის უელსელი ჰარი ვილსონის ანგარიშზეა, ხოლო მანამადე კლუბებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს და სწრაფი, ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს.

“ლივერპული” – “რეალი” 3:2 (2:0)

გოლები:1:0 ბრანაგანი (15), 2:0 ბრეუიტი (20), 2:1 ლეინჰარტი, 2:2 ჰარპერი (67), 3:2 ვილსონი (88)

https://www.youtube.com/watch?v=jwCnDAnV3uM

კამერუნ ბრანაგანი – “ლივერპულის” 18 წლის მოთამაშე, ე.წ. ორფეხა, ამპლუით შემტევი ნახევარმცველი. როჯერსმა ძირითად გუნდში ერთხელ ათამაშა, გასული სეზონის ბოლოს “შემროკთან” ამხანაგურ მატჩში, როცა კამერუნი მეორე ტაიმში ჯო ალენის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე. “რეალის” კარში პირველი გოლის ავტორის, ინგლისის 19-წლამდე ნაკრების წევრის შესახებ მისი კარიერიდან ვიდეო-კოლაჟს შემოგთავაზებთ.

https://www.youtube.com/watch?v=t505cnP7mas

ტომ ბრეუიტი – 17 წლის ცენტრალური მცველი, ინგლისის 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. მადრიდელებს მეორე გოლი მან გაუტანა. ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდე გათამაშებაში პირველ სეზონს ატარებს. ფეხბურთელის კარგად გასაცნობად გთავაზობთ ბრეუიტის სანაკრებო შეხვედრის ვიდეო-მიმოხილვას.

https://www.youtube.com/watch?v=tWt5IN4d-Eg

ფილიპ ლეინჰარტი – 18 წლის ცენტრალური მცველი, ვენის “რაპიდის” აღზრდილი გასულ ზაფხულს “რეალის” 19-წლამდე გუნდში გადავიდა. ასე რომ ავსტრიის 19 წლამდე ნაკრების მოთამაშე სადებიუტო სეზონს ატარებს აღნიშნულ ტურნირში.

მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი “რაპიდიდან” ესპანურ გრანდში გადასვლას უკავია. ამ ფაქტის შესახებ გთავაზობთ ვიდეოს.

https://www.youtube.com/watch?v=zPE1fvBw8qU

ჯეკ ჰარპერი – 2013 წლიდან “რეალის” სკოლაში ირიცხება. მალაგაში დაბადებული ფეხბურთელი შოტლანდიელია და ნაკრების17-წლამდე გუნდთან ერთად თბილისშია ნამყოფი, ამჟამად კი 19-წლამდე ნაკრების წევრია.

მის ანგარიშზეა ინგლისელთა კარში გატანილი გამათანაბრებელი გოლი. მიმდინარე სეზონში ამ მატჩამდე “ბაზელს” გაუტანა, ხოლო “ლუდოგორეცთან” საგოლე პასი შეასრულა.

ჰარი ვილსონი – 17 წლის ფეხბურთელმა კრის კოულმენის მოწვევით უელსის ეროვნულ ნაკრებში გასულ, 2013 წელს ითამაშა, რაც თავისთავად საოცარი მოვლენაა. უელსელი ფლანგელი ე.წ. ცაციია.

მატჩის მიწურულს მისმა გოლმა “ლივერპულს” გამარჯვება მოუტანა. უელსელი ვუნდერკინდის კარგად გასაცნობად გთავაზობთ ვიდეოს.

https://www.youtube.com/watch?v=9im3JR4wzoA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116034
სარეკლამო ადგილი - 99
X x X