წარსულში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი გაისკა მენდიეტა ესპანურ მედიას რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა. მათ შორის, იკერ კასილიასის შესახებ.
მენდიეტას მოსაზრებით, მადრიდის “რეალი” კასილიასს ისევ უნდა ენდოს, რადგან მას შეუძლია გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს.
“შესაძლოა ეს სეზონი მაღალ დონეზე მისთვის ბოლო იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ სეზონში გუნდში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ისევ შეუძლია. კეილორ ნავასი კი შეიძლება გუნდისთვის გრძელვადიანი პროექტი და კლუბის ნომერ პირველი მეკარე გახდეს”. – განუცხადა ესპანურ მედიას მენდიეტამ.
კასილიასის მისამართით კრიტიკამ მას მერე იმატა, რაც ესპანელმა კიპერმა სლოვაკეთთან მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა.
იკერ კასილიასს და გაისკა მენდიეტას თავის დროზე ესპანეთის ნაკრებში ერთად აქვთ ნათამაშები.
თორნიკე ზეიკიძე