კალათბურთი

19:39 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარნეტს “მინესოტა ტიმბერვულვზის” ყიდვა უნდა

“ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდმა კევინ გარნეტმა აღიარა, რომ უნდა NBA-ს კლუბის “მინესოტა ტიმბერვულზის” მფლობელი გახდეს.

“მინდა “მინესოტა” შევიძინო. მოვძებნო ინვესტორები და შევქმნა ჯგუფი, რომელთან ერთადაც კლუბს ვიყიდი. კლუბის შეძენას კარიერის დასრულების შემდეგ ვაპირებ”, –ციტირებს გარნეტის სიტყვებს Yahoo.

გარნეტი “მინესოტაში” 1995 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. “მინესოტამ” კევინი 1995 წელს დრაფტზე აირჩია. გარნეტი 2004 წელს NBA-ს რეგულარული სეზონის MVP (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) გახდა.

0.122591