არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ "ელ კლასიკოში" მნიშვნელობა გამარჯვებას ენიჭება და არა მის მიერ რეკორდის განმეორებას ან გაუმჯობესებას.
პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 251 გოლით ტელმო ზარაა, ხოლო არგენტინელის ანგარიშზე 250 გოლია.
"მადრიდში მივდივართ იმ მიზნით, რომ ვითამაშოთ საუკეთესოდ და გავიმარჯვოთ. "ელ კლასიკო" არაფერს წყვეტს, წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გველოდება. დერბიში მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და არა ზარას რეკორდის განმეორება ან გაუმჯობესება." - განაცხადა მესიმ.
"ელ კლასიკო", რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის მოყვარულები მოუთმენლად ელიან, 25 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.