"სანდერლენდის" ფეხბურთელებმა "საუთჰემპტონთან" სტუმრად სენსაციურად (0:8) წაგებული მატჩის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ საკუთარ გულშემატკივრებს ბილეთში გადახდილი თანხა აუნაზღაურონ.
აღნიშნული იდეის ინიციატორი იტალიელი მეკარე ვიტო მანონე გახლავთ, რომელმაც საკუთარ კარში 8 გოლი გაუშვა.
"სენტ მერის სთედიუმზე" გამართულ შეხვედრას "შავი კატების" მხარდასაჭერად 2 500 გულშემატკივარი დაესწრო, ბილეთის ფასი კი 24 ფუნტი სტერლინგი გახლდა. ასე რომ, "სანდერლენდის" ფეხბურთელებს ფანებისთვის 60 000 სტერლინგის გადახდა მოუწევს.