“ბაიერნის” შემტევმა ტომას მიულერმა “რომასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გერმანულმა კლუბმა მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც 5 უპასუხო გოლი გაიტანა.
“ბაიერნმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. შესვენებამდე 5:0 ვიგებდით და წინ კიდევ 45 წუთი იყო. თავს უცნაურად ვგრძნობდი” –ციტირებს BBC მიულერის სიტყვებს.
“ბაიერნმა” რომში ადგილობრივი “რომა” 7:1 დაამარცხა. მიულერმა მატჩში ერთი გოლი გაიტანა - 36 წუთზე პენალტით.