ფეხბურთი

14:08 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაურს ჯერ კიდევ არ სჯერა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” “რომა” 7:1 გაანადგურა, მატჩის შემდეგ კომენტარების გაკეთებას არ ერიდებიან ცნობილი ადამიანები. მათ შორისაა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი და “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაური.

მისი თქმით, მას ჯერ კიდევ არ სჯერა ის, რაც მოხდა.

“არ მჯერა, წარმოუდგენელია. მატჩის წინ ვინმეს რომ ეკითხა, სიამოვნებით დავთანხმდებოდი 0:0-ზე. სიტყვები არ მყოფნის შეხვედრის აღსაწერად, რობენი განუმეორებელი იყო” – განაცხადა კაიზერ ფრანცმა.

“ბაიერნი” E ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. “რომა კი 4 ქულით მეორე ადგილზეა

გიორგი მელქაძე

0.121129