ფეხბურთი

14:05 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “რეალს" უარი ორჯერ ვუთხარი”

დღევანდელი დღის გამორჩეული მატჩს “ენფილდ როუდი” უმასპინძლებს, სადაც “ლივერპული” მადრიდის “რეალს” დაუხვდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ლივერპულელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა აღიარა, რომ მას ესპანელებისგან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა “ლივერპულის” დატოვებაზე წამითაც კი არ უფიქრია.

“მქონდა შანსი დამეტოვებინა ჩემი კლუბი და გადავსულიყავი “რეალში”, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან მე მიყვარს “ლივერპული” და არასდროს მიფიქრია მის დატოვებაზე” – განაცხადა ჯერარდმა.

სტივენ ჯერარდს მთელი თავისი კარიერა “წითლებში” აქვს გატარებული. მისი კარიერის პიკად კი 2005 წელი მიიჩნევა, როდესაც მისი ლიდერობით “ლივერპულმა” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროპის საუკეთესო კლუბის სახელი დაიბრუნა.

გიორგი მელქაძე

0.12417