“ორლანდო მეჯიქი” 23 წლის ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩს ახალი 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა. ESPN-ის ცნობით, მის თანახმად, ჩერნოგორიელი კალათბურთელი 53 მილიონ დოლარს მიიღებს.
ახალი ხელშეკრულება ძალაში 2015-16 წლების სეზონიდან შევა.
ისიც ვთქვათ, რომ გასულ სეზონში ვუჩევიჩის საშუალო მონაგარი 14.2 ქულა და 11.0 მოხსნა გახლდათ. მან ორლანდოელთა მაისურით 57 მატჩი ჩაატარა.