ფეხბურთი

12:53 | 22.10.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ქართველები 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაზე

19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მკითხველის ყურადღებას გასული ტურის საინტერესო დეტალებზე გავამახვილებთ.

“ცსკა” – “მანჩესტერ სიტი” 0:2 (0:1)

გოლები: ხოსე ანხელ პოზო (21, 70)

გოლის ავტორმა, მალაგაში დაბადებულმა ხოსე ანხელ პოსომ პირველ ტურში მიუნხენის “ბაიერნს” გაუტანა. ასე რომ, მოსკოვში გაკეთებული დუბლის შემდეგ მის ანგარიშზე 3 გოლია.

ესპანელ ფორვარდს საკუთარი ქვეყნის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ამჟამად 18-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია. 11 წლის ასაკიდან მადრიდის “რეალის” საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, 2012 წელს “რეალიდან” “სიტიში” გადავიდა. ტრანსფერისას ინგლისური პრესა პოზოს “ახალ მესიდ” მოიხსენიებდა.

შეგახსენებთ, მანჩესტერელთა 19-წლამდე გუნდს ლეგენდარული ფეხბურთელი, პატრიკ ვიეირა წვრთნის.

მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. მთავარი არბიტრი ლაშა სილაგავა იყო, მას ეხმარებოდნენ ზაზა ფიფია და გიორგი ელიკაშვილი.

ბარსელონა” – “აიაქსი” 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 ელ იდრისი (3), 0:2 ვან ბრუგენი (პენ, 34), 1:2 ენგუენე (73), 2:2 კარბონელი (79)

ადამ ელ იდრისი – 17 წლის ჰოლანდიელი შემტევი. ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში პირველად მონაწილეობს. პსჟ-თან მატჩში დუბლი შეასრულა, ხოლო “ბარსასთან” გატანილი გოლით სამ ტურში სამი გოლი მოუგროვდა.

ვან ბრუგენი – 18 წლის მცველი “ალმერ სიტის” აღზრდილია. მიმდინარე წელს “ალმერიდან” ამსტერდამულ კლუბში გადავიდა, სადაც ერედევიზიონის 19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. უთამაშია ჰოლანდიის 16,17,18 და 19-წლამდე ნაკრებებში. გუშინ თავის გამოჩენა თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულებით მოახერხა.

ლიონელ ენგუენე – 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი. ირიცხება “ბარსელონას” ჟუვენალ-ა გუნდში. ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდე ტურნირში გასული სეზონიდან ასპარეზობს. 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა.

ალექს კარბონელი – 17 წლის ნახევარმცველი, ესპანეთის 17-წლამდე ნაკრების წევრი. გოლისას “აიაქსის” მცველებსა და მეკარეს დაასწრო, შემდეგ კი ცარიელ კარში გაიტანა. მის შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაციაა.

ტურის მოთამაშე – დანიელ ქროული

ბრიუსელის “ანდერლეხტისა” და “არსენალის” შეხვედრაში 7 გოლი გავიდა. ბელგიელთა კარში გოლები მხოლოდ დანიელ ქროულმა გაიტანა. ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველის, 17 წლის მოთამაშის გოლების მიუხედავად ინგლისური გუნდმა ქულაც ვერ მოიპოვა.

2013 წლის ივლისში “არსენალმა” 15 წლის ქროული “ასტონ ვილას” 18-წლამდე გუნდიდან 880 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდე ჩემპიონატში გასულ სეზონში ითამაშა. ქროულს აღნიშნულ ტურნირზე უნიკალური შედეგი აქვს – 4 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

დანიელ ქროულის კარგად გასაცნობად გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომლებიც ქრონოლოგიურად წარულსა და დღევანდელობას - 15, 16 და 17 წლის ვუნდერკინდის თამაშს ასახავს.

https://www.youtube.com/watch?v=WtcUoN1460k

https://www.youtube.com/watch?v=nmsx5RPpLU8

https://www.youtube.com/watch?v=lT6_p_NesZQ

ქართველი ფეხბურთელები

ქართველი მსაჯების გარდა, ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა ტურნირში წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.

“ბატესთან” შეხვედრაში “შახტარს” კაპიტნობდა ბექა ვაჩიბერაძე, ასევე სასტარტოში იყო ილია იჩუაიძე. მათ შეუცვლელად ითამაშეს.

დონეცკელებმა გასვლით მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს (4:1). დუბლი შეასრულა 18 წლის ალექსანდრ ზუბკოვმა, ხოლო თითო-თითო გოლი შტანდერისა და არენდარუკის ანგარიშზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073257
სარეკლამო ადგილი - 99
X x X