2014 წლის 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, არაერთი რეკორდი დამყარდა. უპირველესად, უნდა ითქვას უხვგოლიანობა. ჩატარებულ 8 მატჩში 40 გოლი გავიდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ეს სათამაშო დღე, უხვგოლიანობით, მხოლოდ 1997 წლის 1 ოქტომბერს ჩამორჩება, როდესაც 44 გოლი გავიდა, მაგრამ 17 წლის წინათ, დღეში 12 თამაში იმართებოდა.
დღის ცენტრალური დაპირისპირება რომში გაიმართა. “ბაიერნს” გოლი ბოლო 8 მატჩში არ გაეშვა და მიუნხენელთა ეს სერია “ოლიმპიკოზე” ჩატარებული შეხვედრის 66-ე წუთზე შეწყდა. თუმცა, ამან “ბაიერნს” მეტოქის შერცხვენაში ხელი ვერ შეუშალა. პეპ გვარდიოლას ერთი სეზონი “რომაში” აქვს გატარებული, მაგრამ იტალიურ გუნდს ამან ვერ უშველა. ესპანელი სპეციალისტის შეგირდებმა “ჯალოროსი” 7:1 გაანადგურეს.
“ოლიმპიკოზე” გამართულ მატჩში თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მასპინძელი ფეხბურთელები მოედანს თავაწეულები ვერ დატოვებდნენ. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც “ბაიერნი” უკვე 4:0 იგებდა. “რომამ”, ჩემპიონთა ლიგაზე, 4 გოლი ასე სწრაფად პირველად გაუშვა.
“ბაიერნმა”, შესვენებამდე, მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. მიუნხენურმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 5 გოლი მეორედ გაიტანა. “რეკორდმაისტერმა” პირველად ეს 2012 წლის ნოემბერში, “ლილთან” გამართულ შეხვედრაში გააკეთა. საინტერესოა, რომ იმ მატჩში, ფრანგულ კლუბს “რომას” ამჟამინდელი დამრიგებელი რუდი გარსია წვრთნიდა. ფრანგმა სპეციალისტმა რომაელებისგან კარგი გუნდი კი დააყენა, მაგრამ მან “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში ვერ ისწავლა.
მე-2 ტაიმში, “რომამ” ერთი გოლი კი გაიტანა, მაგრამ ჟერვინიოს ზუსტმა დარტყმამ მიუნხენელთა გაბრაზება გამოიწვია და მასპინძლებმა კიდევ 2 ბურთი გაუშვეს.
“რომამ”, საკუთარ კედლებში შერცხვენის მიუხედავად, ჯგუფში მე-2 ადგილი მაინც შეინარჩუნა. ამის მიზეზი ისაა, რომ დღის პირველ მატჩში, “მანჩესტერ სიტიმ” 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა. “ქალაქელებმა”, ცსკა-სთან გამართული თამაშის პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ ბოლო 25 წუთში თავადაც 2 ბურთი მიიღეს და 3 ქულა ვერც მე-3 ტურში აიღეს.
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სტუმრად გამართული მატჩის პირველ ტაიმში 5 გოლი გაიტანა, თუმცა არა უკანასკნელი. მიუნხენელები ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენები რამდენიმე წუთის განმავლობაში იყვნენ, სანამ “შახტარი” ბატე-ს კარს მეხუთედ აიღებდა. დონეცკელებმა, “ბაიერნის” მსგავსად, 7-ჯერ გაიტანეს, მაგრამ მათ კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ბატე-ს კარში შვიდივე გოლი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიტანა. “შახტარის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო 29 გოლიდან 28-ის ავტორი ხომ სწორედ ბრაზილიელია. სულ კი, ბრაზილიელებზე “შახტარის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბურთების 65% მოდის.
ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ მოხდა, რომ ერთ მატჩში, ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა, 7 გოლი გაიტანეს. პირველად ასეთი შემთხვევა 2005 წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც “ლიონმა” “ვერდერს” 7:2 მოუგო და მასპინძელთა მხრიდან თავი შვიდივეჯერ ფრანგმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს.
თამაშისა და მთლინად დღის გმირი “შახტარის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანოა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლის გამტანი მე-2 ფეხბურთელი გახდა. მან ლიონელ მესის მიღწევა გაიმეორა. ლუიზ ადრიანო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩის ერთ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. მან 3 გოლის გატანა 7-წუთიან მონაკვეთში მოახერხა, რაც ტურნირის კიდევ ერთი რეკორდია. პოკერის შესასრულებლად ადრიანოს 16 წუთი დასჭირდა და მას ბადალი არც ამ მხრივ ჰყავს.
“შახტარმა”, ამ მოგების შემდეგ, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. პირველობას კი “პორტუ” ინარჩუნებს, რომელმაც ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ “ბილბაოს” 2:1 სძლია.
“ბაიერნისა” და “შახტარის” გარდა, მეტოქის კარში გოლების გატანით გული “ჩელსის” ფეხბურთელებმაც იჯერეს. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა აქამდე წაუგებელ “მარიბორს” 6-ჯერ გაუტანეს, თავად კი კარი მშრალად შეინახეს.
ლონდონელებმა 2-ჯერ თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. აქედან ერთი ზუსტი დარტყმა დიდიე დროგბას ეკუთვნის, რომელმაც “ჩელსიში” დაბრუნების შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა. კოტ დ’ივუარელს, ლონდონელთა მაისურით ბოლო გოლი 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰქონდა გატანილი.
ერთი თერთმეტმეტრიანი “ჩელსის” კარშიც დაინიშნა, მაგრამ პეტერ ჩეხისთვის პენალტის გატანა რომ ადვილი არაა, ამას სტატისტიკაც ცყადყოფს. ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 4 შემთხვევაში, როდესაც ჩეხის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, გოლი ვერ გავიდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა “მარიბორის” თავდამსხმელის, იბრაიმის წარუმატებელი დარტყმა იყო.
დღის ყველაზე დრამატული მატჩი გელზენკირხენში გაიმართა. მწვრთნელგამოცვლილი “შალკე” ბოლოადგილოსან “სპორტინგს” მასპინძლობდა. სტუმრები ლუიშ ნანიმ დააწინაურა, რომლის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 7 გოლიდან 4 გერმანული გუნდის კარში გავიდა.
33-ე წუთზე, პორტუგალიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “სპორტინგის” ფეხბურთელი მოედნიდან სულ 5-ჯერ გაუძევებიათ და 4-ჯერ ეს გერმანულ გუნდებთან დაპირისპირების დროს მოხდა.
რიცხობრივი უპირატესობით “შალკემ” მალევე ისარგებლა და ანგარიში 1 წუთში გათანაბრდა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში, წინ უკვე მასპინძლები გავიდნენ. თავი ჰუნტელაარმა გამოიჩინა, რომელმაც ევროტურნირებზე თავისი 44-ე გოლი გაიტანა. ჰოლანდიელი თავდამსხმელი, უეფა-ს მიერ გამართული საკლუბო ტურნირების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეგოლეა. ის მეტოქის კარს ყოველ 125 წუთში ერთხელ იღებს. ჰუნტელაარზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მესის (106 წუთი) აქვს.
ჰუნტელაარის გოლიდან 9 წუთში თავი ჰიოვედესმაც გამოიჩინა და “შალკე” წინ 2 ბურთით გავიდა, მაგრამ ადრიენ სილვას დუბლის შემდეგ, ანგარიში კვლავ გათანაბრდა. რობერტო დი მატეოს გუნდს 3 ქულა შეცვლაზე შესული შუპო-მოტინგის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა. ფრანგმა ფეხბურთელმა, მე-3 დამატებულ წუთზე, თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ, ძალების დაზოგვით მოიგო “ბარსელონამ”. კატალონიელებმა, “აიაქსს”, პირველ ტაიმში, 2 გოლი გაუტანეს. თავი ნეიმარმა (მესის პასით) და მესიმ გამოიჩინეს. კატალონიელთა მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 28 გოლიდან მესიმ და ნეიმარმა აქტიური მონაწილეობა 24-ში მიიღეს. ბრაზილიელი და არგენტინელი შემტევები ან გოლის ავტორებად გვევლინებიან, ან ასისტენტებად.
“აიაქსთან” გატანილი გოლის შემდეგ, მესის, ჩემპიონთა ლიგაზე, 69 ბურთი დაუგროვდა. ის, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პირველ პოზიციაზე მყოფი რაული მათ მხოლოდ 2 ბურთით უსწრებს.
ჯგუფის უსუსტეს წევრად შერაცხულ აპოელ-თან თამაში პსჟ-საც გაუჭირდა. კვიპროსელებმა “კამპ ნოუზე” მინიმალური სხვაობით წააგეს, “აიაქსთან” ქულა აიღეს და იგივე კინაღამ “პარი სენ ჟერმენთანაც” გააკეთეს, მაგრამ ლორან ბლანის გუნდმა კავანის მიერ 87-ე წუთზე გატანილი ეფექტური გოლით იმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.
E ჯგუფი
ცსკა-სიტი 2:2 (0:2)
ხიმკი, “არენა ხიმკი”
ცსკა (4-1-3-2): აკინფეევი, ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ნაჩო, ტოშიჩი (ეფრემოვი 69), ა. ბერეზუცკი (დუმბია 46/კაუნა 90), მილანოვი, ერემენკო, მუსა.
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.
სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი, მილნერი, ტურე, ფერნანდო (იოვეეტიჩი 86), სილვა (ფერნანდინიო 78), ჯეკო (ნავასი 72), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: 0:1 აგუერო (29), 0:2 მილნერი (38), 1:2 დუმბია (65), 2:2 ნაჩო (86, პენ).
გაფრთხილება: ფერნანდო 57.
მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი).
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 13 (4)-11 (4), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 8-11.
რომა-ბაიერნი 1:7 (0:5)
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული (ჰოლებასი 46), ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (ლიაიჩი 79), იტურბე, ტოტი (ფლორენცი 46), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ბერნატი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა, ლამი, ალონსო, რობენი, მიულერი (რაფინია 60), გიოტცე (შაქირი 79), ლევანდოვსკი (რიბერი 68).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 რობენი (9), 0:2 გიოტცე (23), 0:3 ლევანდოვსკი (25), 0:4 რობენი (30), 0:5 მიულერი (35, პენ), 1:5 ჟერვინიო (66), 1:6 რიბერი (78), 1:7 შაქირი (80).
გაფრთხილებები: იტურბე 29, ტოროსიდისი 56, ნაინგლანი 57 – ბერნატი 63.
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 12 (5)-13 (11), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-4, ჯარიმა: 13-6.
ბაიერნი 3 3 0 0 9-1 9
რომა 3 1 1 1 7-9 4
სიტი 3 0 2 1 3-4 2
ცსკა 3 0 1 2 3-8 1
F ჯგუფი
აპოელ-პსჟ 0:1 (0:0)
ნიქოზია, “ნეო GSP”
აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, ამორინი, კარლაო, ანტონიადესი (რიიზე 41), გომეში, ვინიციუსი, მორაიში (დე ვინსენტი 80), ეფრემი, მანდუკა, შერიდანი (ჯებური 67).
მწვრთნელი: გიორგიოს დონისი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა, ლუისი, მაქსველი, ვერატი (ბაებეკი 70), მოტა, მატუიდი, ლუკასი (შანტომი 89), კავანი, პასტორე (კაბაიე 70).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლი: 0:1 კავანი (87).
გაფრთხილება: პასტორე 23.
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი).
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 6 (1)-13 (5), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-0, სეივი: 4-1, ჯარიმა: 7-9.
ბარსელონა-აიაქსი 3:1 (2:0)
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, ბარტრა, პიკე, ალბა, მასკერანო, რაკიტიჩი, ინიესტა (რაფინია 76), პედრო, მესი (მუნირი 67), ნეიმარი (სანდრო 62).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
აიაქსი (4-1-2-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ვიერგევერი, ციმლინგი (რიდევალდი 56), კლაასენი, ანდერსენი, შონე, სიგთორსონი (ელ-გაცი 73), კიშნა (მილიკი 46).
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.
გოლები: 1:0 ნეიმარი (7), 2:0 მესი (24), 2:1 ელ-გაცი (88), 3:1 სანდრო (90+4).
გაფრთხილებები: პედრო 80 – ველტმანი 32, ვან რეინი 69, რიდევალდი 90.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 17 (6)-9 (1), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-3, ჯარიმა: 10-17.
პსჟ 3 2 1 0 5-3 7
ბარსელონა 3 2 0 1 6-4 6
აიაქსი 3 0 2 1 3-5 2
აპოელ 3 0 1 2 1-3 1
G ჯგუფი
შალკე-სპორტინგი 4:3 (1:1)
გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”
შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, ჰიოვედესი, აიანი, აოგო, ნოიშტადტერი, ჰიოგერი, ობასი (მაიერი 65), ბოატენგი (შუპო-მოტინგი 46), დრაქსლერი (სამი 82), ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.
სპორტინგი (4-1-4-1): პატრისიო, სედრიკი, ოლივეირა, მაურიციო, ხ. სილვა, კარვალიო, ნანი, მარიო (სარი 38), ა. სილვა, კარილიო (კაპელი 89), სლიმანი (მონტერო 25).
მწვრთნელი: მარკო სილვა.
გოლები: 0:1 ნანი (16), 1:1 ობასი (34), 2:1 ჰუნტელაარი (51), 3:1 ჰიოვედესი (60), 3:2 სილვა (64, პენ), 3:3 სილვა (78), 4:3 შუპო-მოტინგი (90+3, პენ).
გაფრთხილებები: მაურიციო 19, სედრიკი 45+1, ნანი 56.
გაძევება: მაურიციო 33.
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 13 (6)-10 (4), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 10-19.
ჩელსი-მარიბორი 6:0 (3:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ფილიპე, ფაბრეგასი (აკე 60), მატიჩი, ვილიანი, ოსკარი (სოლანკე 73), აზარი, რემი (დროგბა 16).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, რაიევიჩი, სულერი, ვილერი (ვრსიჩი 57), მეიაცი, მერტელი, ფილიპოვიჩი, ბოჰარი, ტავარესი (მენდი 72), იბრაიმი (ზაჰოვიჩი 68).
მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.
გოლები: 1:0 რემი (13), 2:0 დროგბა (24, პენ), 3:0 ტერი (31), 4:0 ვილერი (54, ს.კ.), 5:0 აზარი (77), 6:0 აზარი (90).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: იბრაიმი (64).
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 17 (10)-9 (3), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-10.
ჩელსი 3 2 1 0 8-1 7
შალკე 3 1 2 0 6-5 5
მარიბორი 3 0 2 1 2-8 2
სპორტინგი 3 0 1 2 4-6 1
H ჯგუფი
ბატე-შახტარი 0:7 (0:6)
ბორისოვი, “ბორისოვ არენა”
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, კაგუში, პოლიაკოვი, ტუბიჩი (გაიდუჩიკი 46), მლადენოვიჩი, იაბლონსკი, ლიხტაროვიჩი (ალექსიევიჩი 46), გორდეიჩუკი, კარნიცკი, ვოლოდკო, სიგნევიჩი (ბაგა 75).
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ფერნანდო (ფრედი 46), სტეპანენკო, დუგლას კოსტა (მარლოსი 46), ალექს ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 46), ადრიანო.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
გოლები: 0:1 ალექს ტეიშეირა (11), 0:2 ადრიანო (28, პენ), 0:3 დუგლას კოსტა (35), 0:4 ადრიანო (36), 0:5 ადრიანო (40), 0:6 ადრიანო (44), 0:7 ადრიანო (82, პენ).
გაფრთხილებები: ჩერნიკი 27, მლადენოვიჩი 80 – ადრიანო 88.
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 17 (5)-20 (14), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 7-5, ჯარიმა: 11-9.
პორტუ-ბილბაო 2:1 (1:0)
პორტუ, “დრაგაო”
პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, ერერა, კაზემირო (კუარეჟმა 71), ბრაიმი, კინტერო (ნევესი 64), მარტინესი, ტელიო (ტორესი 82).
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, სან ხოსე (მუნიაინი 46), იტურასპე, ფერნანდესი, რიკო (გურპეგი 73), სუსაეტა, ადურისი (ეჩებარია 46).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
გოლები: 1:0 ერერა (45), 1:1 ფერნანდესი (58), 2:1 კუარეჟმა (75).
გაფრთხილებები: მაიკონი 22, დანილო 59 – სან ხოსე 29, სუსაეტა 59, რიკო 65, გურპეგი 86.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (4)-10 (5), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 4-6, სეივი: 4-2, ჯარიმა: 16-8.
პორტუ 3 2 1 0 10-3 7
შახტარი 3 1 2 0 9-2 5
ბატე 3 1 0 2 2-14 3
ბილბაო 3 0 1 2 2-4 1