ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან წაგების მერე, ირლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცმა მარტინ ონილმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია.
“ვფიქრობდი, რომ მატჩს ფრედ დავასრულებდით. განვლილი შეხვედრა ბევრ ასპექტში დერბის ჰგავდა, თავიდანვე ბევრი ჯარიმები იყო. მეგონა, რომ რაღაცას მივაღწევდით.
შოტლანდიას შვიდი ქულა აქვს. ჩვენი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, დუბლინში ჩატარებულ მატჩებში რას ვიზამთ. მომავალი ხუთი შეხვედრიდან ოთხს სახლში ვატარებთ. სამ გასვლით მატჩში 7 ქულა ავიღეთ. შოტლანდია ახლა გაგვიტოლდა. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ გერმანია ჯგუფის უძლიერესი გუნდია. წინ მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ “თამაშში” ვართ.
გოლის გატანის მომენტამდე ჩვენს კართან განსაკუთრებული ხიფათი არ შექმნილა. მე გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე, როდესაც რობი კინი თავიდანვე არ დავაყენე. ჩვენ სტუმრად ვთამაშობდით და გვსურდა მეტოქის დაცვა “გაგვეწელა”, რის გაკეთებაც შეინ ლონგს შეეძლო.
ჩვენ ვთქვით, რომ დერბი იქნებოდა, ეს იგრძნობოდა და დერბის ატმოსფერო იყო. ამისთვის ყველა ინგრედიენტები არსებობდა. თუმცა, ბურთზე კონტროლი ვერცერთმა გუნდმა დააწესა. შესაძლოა, ეს ატმოსფეროსა ან ცოტა ნერვიულობის ბრალი იყო. არ ვიცი.
იმედგაცრუბული ვართ, რადგან ვფიქრობდი, რომ შესაძლებლობა გვქონდა თამაშისგან რაღაც მიგვეღო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. შვიდი ქულა გვაქვს და მძიმე გასვლითი მატჩები დავასრულეთ. მარტში პოლონეთთან სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ. საშინაო შეხვედრები უნდა მოვიგოთ” – გაავრცელა უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ონილის კომენტარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსა, რომა, მილანი, აიაქსი და ეხლა ლივერპულს მოუნდა..
აი მართლა ვერ ვხვდები ვინ აგიპნოზებს ამ გუნდებს რატომ უნდათ კრკიჩის დამატება
რეალურად ზალიან დაბალი დონის ფეხბურტელია, მე ლიჩნად ტალანტით ჭანტურია მირჩევნია თან გაცილებით, დავიჯერო ესპანელი როა იმიტო იგიჟებენ თავს გუნდებიი
კარგი მენეჯერი ყავს, რომელიც არწმუნებს კლუბებს რომ გამოადგებათ..
არადა კარიერა რა კარგად დაიწყო ...
სურათს რომ შევხედე ის ანეკდოტი გამახსენდა. "ია... ენძელა!"
აუ კარგი რა ლივერ აიქსში არის ეს ბიჭი სრულიად უსარგებლო და პრემიერლიგაში რაღა უნდა ქნას...
არაა ეს ბარსას ლეგენდაა ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა
)
აიაქსი ხო ააშენა ახლა ლივერპულის ჯერია


გვიჩუქნიაააა )))
0