ფეხბურთი

22:00 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

 იუბილარი ჰენტო

დღეს, ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ფრანსისკო ჰენტო 81 წლის გახდა.

ჰენტომ “რეალთან” ერთად 12-ჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. ჩემპიონთა თასის ექვსგზის გამარჯვებული, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 1955-დან 1969-წლამდე გამოდიოდა, ხოლო საფეხბურთო კარიერის საწყისი ეტაპი სანტანდერის “რასინგში” გაატარა. იქ თამაშის დროს მიიქცია “სამეფო კლუბის” ყურადღება და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებამდე “რეალისთვის” თამაშობდა.

საინტერესოა, რომ 1955 და 1957 წლებში “სამეფო კლუბთან” ერთად ლათინთა თასი მოიპოვა. აღნიშნული ტურნირი 1949 წლიდან 1957 წლამდე ყოველწლიურად ტარდებოდა, სადაც მონაწილეობას ევროპის საუკეთესო კლუბები იღებდნენ, შემდგომ კი გაუქმდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ფრანსისკო “რეალის” სარეზერვო კლუბს, ასევე “კასტელონს,” “პალენსიასა” და “გრანადას” წვრთნიდა. ფეხბურთს 1981 წელს “გრანადადან” წასვლის შემდეგ დაემშვიდობა.

0.13451