ფეხბურთი

17:48 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

30 მილიონი და ტორესი კავანის სანაცვლოდ

 ლონდონის “ჩელსიმ” იტალიური “ნაპოლის” ფორვარდის – ედინსონ კავანის შესაძენად ახალი წინადადება გაამზადა. Sky Sport Italia-ს ცნობით, ლონდონელები ნეაპოლელებს 30 მილიონ ევროსა და თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს შესთავაზებენ.

ტორესის იტალიაში გადაბარგებას კიდევ უფრო რეალურს ხდის ის, რომ “ნაპოლის” თავკაცად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა. მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი თავის თანამემამულესთან ერთად “ლივერპულსა” და “ჩელსიში” მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ “ჩელსის” გარდა, კავანის გადაბირება “სიტის”, პსჟ-ს, “რეალსა” და “იუვენტუსს” სურთ.

0.129074