კალათბურთი

20:49 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

3 საინტერესო მატჩი სპორტის სასახლეში

 

 მიმდინარე საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული პირველობის მეთხუთმეტე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის “შსს აკადემიისა” და ლიდერის “დინამოს” დაპირისპირება იწვევდა. მოლოდინი გამართლდა, მაყურებელი დაძაბული ორთაბრძოლის მომსწრე შეიქნა, გამარჯვებულის ვინაობა კი მეოთხე პერიოდის მიწურულამდე გაურკვეველი იყო.

...ანგარიში ყოფილმა დინამოელმა, ამჯერად აკადემიელთა მსროლელმა ბექა ჩიკვილაძემ გახსნა, რასაც ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ზედიზედ 8 ქულა მიაყოლა – 8:2. ამის შემდეგ მოყოლებული, მესამე პერიოდის შუაწელამდე წინ “დინამო” იყო და მეორე ნახევრის დასაწყისში “დინამოს” საქულე უპირატესობამ 11-საც უწია. იმ მომენტისთვის ძნელი სავარაუდო გახლდათ, არჩილ ჟღენტის გუნდი თამაშში გარდატეხას რომ შეიტანდა, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. ბექა ჩიკვილაძის, რევაზ როგავას, მილე ილიჩისა და უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებული ლევან ფაცაციას მცდელობით აკადემიელებმა წონასწორობა აღადგინეს და დასკვნითი მეოთხედის სტარტის წინ სპორტის სასახლის ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო გამოსახული – 50:50.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში ილიჩმა ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა ზუსტად და თავისიანები ქულით დააწინაურა. ამ მომენტის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში ერთი პუნქტით ხან “დინამო” გადიოდა წინ, ხანაც “შსს აკადემია”. კვანძი კი მას შემდეგ გაიხსნა, რაც როგავამ და ჩიკვილაძემ ზედიზედ 2 სამიანი მოათავსეს მოწინააღმდეგის კალათში და პოლიციელები 63:58 დააწინაურეს. ეს საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 45 წამით ადრე მოხდა. დინამოელებს ნერვებმა უმტყუნეს – ჯერ ბესიკ ლეჟავამ არაზუსტად გაისროლა პერიმეტრს მიღმიდან, შემდეგ ლაშა გამყრელიძესაც გაუცუდდა ტყორცნა, რასაც ფაცაციამ, ჩიკვილაძის კარგი პასის შემდეგ, ეფექტური ორქულიანი მიაყოლა და ასპარეზობის ბედიც პრაქტიკულად გაარკვია – 65:58. საბოლოოდ “შსს აკადემიამ” 67:63 მოიგო და სერიოზული განაცხადი გააკეთა რეგულარული პირველობის მოწინავე ოთხეულში დასასრულებლად.

ტურის ცენტრალურ მატჩზე საუბარს კი იმით დავასრულებთ, რომ როგორც “დინამოს”, ასევე “შსს აკადემიას” თამაშის მომატების რეზერვი აშკარად აქვთ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ირაკლი ხოშტარია და არჩილ ჟღენტი პლეი ოფამდე დარჩენილ დროს ნაყოფიერად გამოიყენებენ.

არანაკლებ დამაინტრიგებელი გამოვიდა “ოლიმპისა” და “ქუთაისის” დაპირისპირება. თამამად შეიძლება ითქვას, დავით თორთლაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მოგებასთანაც არცთუ შორს იყო. ოლიმპელებმა 2 პერიოდი მოუგეს რიონისპირელებს და საბოლოოდ საქართველოს ეროვნული თასის ფინალისტთან მხოლოდ 6 ქულა წააგეს. არადა, “ოლიმპს” საჯარიმო ტყორცნების დროს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა და რამდენიმე ეპიზოდში ფარქვეშიდანაც მეტი ყურადღებით შეეტიათ მეტოქის კალათისთვის... მცირედი დააკლდა სამმად დუბლამდე რიჩარდ მათიაშვილს. მან თავის ყოფილ პარტნიორებს 17 ქულა ჩაუგდო, ფარიდან ბურთი 12-ჯერ მოუხსნა, პარტნიორებს კი 9 შედეგიანი გადაცემა შეუსრულა. და კიდევ ერთი. 3 სეზონია “ოლიმპი” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და თბილისში, რეგულარული პირველობის მატჩში, “ქუთაისი” ვერა და ვერ დაუმარცხებია...

ერთტურიანი “საპროტესტო პაუზის” შემდეგ კვლავ იასპარეზა “სოხუმმა” და “მაკაბისთან” ერთად საკმაოდ თვალსასეირო საკალათბურთო სანახაობა შესთავაზა მაყურებელს. სოხუმელთა რიგებში ამჯერად შედარებით მეტი დრო დაეთმო სამარქაფო შემადგენლობას, ორივე გუნდის მოთამაშეებმა კი აქცენტი შედეგიან ასპარეზობაზე გააკეთეს და ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს. ერთბაშად სამმა მაკაბელმა და ერთმა სოხუმელმა მოახერხეს ორმაგი დუბლის შესრულება. გიორგი რევაზაშვილის, გიორგი ფერიაშვილისა და ჯერემი სიმონსისგან ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, გამთამაშებელ გიორგი ტეტელაშვილის 15 მოხსნა (მან 25 ქულა გააკეთა და ორივე გუნდის შემადგენლობაში შედეგიანობით მხოლოდ ფერიაშვილს ჩამორჩა) კი მხოლოდ საქებარი სიტყვებით უნდა აღვნიშნოთ. ამასთან, მათიაშვილის მსგავსად, ტეტელაშვილსაც მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე (8 შედეგიანი პასი). 

სუპერლიგის მეთექვსმეტე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

22 მარტი

“მაკაბი” – “ბათუმი-რსუ”

“არმია” – “დინამო”

“ოლიმპი” – “სოხუმი”

“შსს აკადემია” – “რუსთავი”

 

 

ქ. თბილისი შსს აკადემია 67 - 63 დინამო 15.03.14, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 20 14 16 17 67
დინამო 22 20 8 13 63
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ბექა ჩიკვილაძე * 26:04 2 2 100 3 5 60 3 3 100 2 3 5 5 2 2 1 1 16
7 ლექსო ლაფანაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 13:10 0 3 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0
9 ილია ლონდარიძე * 27:24 3 10 30 0 0 0 0 2 0 2 5 7 3 3 1 1 1 6
10 მილე ილიჩი * 38:11 8 12 66.7 0 0 0 3 4 75 1 7 8 0 2 2 2 2 19
11 ლერი კვანტალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 აკაკი ლომოური 14:25 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 2 0 2 0 2 0 0 0 3
23 შოთა გელაზონია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 პერიშ ბრაუნი * 27:55 1 5 20 1 5 20 1 2 50 1 5 6 2 1 2 3 0 6
30 რევაზ როგავა 26:01 2 7 28.6 1 2 50 0 0 0 1 3 4 6 2 1 1 0 7
33 კოკა ტომარაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
34 ლევან ფაცაცია 26:50 3 8 37.5 1 3 33.3 1 2 50 1 5 6 3 2 1 1 1 10
0 2 2 0 0 0 0 0 0
19 47 40.43 7 19 36.84 8 13 61.54 10 30 40 19 14 11 9 5 67
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 37:28 1 6 16.7 0 3 0 1 1 100 0 8 8 9 2 1 2 0 3
5 იოსებ ლეჟავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი * 29:54 7 12 58.3 0 2 0 0 0 0 3 4 7 0 3 3 0 2 14
7 ბესიკ ლეჟავა * 31:58 1 4 25 3 9 33.3 0 0 0 0 2 2 4 3 2 1 0 11
9 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 01:09 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 30:12 7 14 50 0 0 0 1 2 50 2 6 8 0 2 3 1 2 15
12 მილოშ პესიჩი 22:30 5 7 71.4 1 1 100 3 4 75 1 4 5 1 3 1 0 0 16
13 მიხეილ ჭოჭუა 21:02 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 0 2 2 1 1 3 0 0 3
15 ზვიად ანთაძე * 13:08 0 1 0 0 2 0 0 0 0 2 1 3 1 3 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი 12:39 0 1 0 0 0 0 1 2 50 1 1 2 2 2 0 0 0 1
3 3 6 0 0 0 1 0 0
21 46 45.65 5 20 25.00 6 9 66.67 12 31 43 18 19 14 4 4 63
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი

კომისარი:მერაბ რატიშვილი

 

 

ქ. თბილისი ოლიმპი 96 - 102 ქუთაისი 15.03.14, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ოლიმპი 25 23 17 31 96
ქუთაისი 21 27 28 26 102
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 40:00 2 4 50 4 6 66.7 0 1 0 0 4 4 6 3 2 1 0 16
5 ბექა ნადირაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 28:02 0 3 0 2 4 50 2 2 100 1 1 2 3 5 2 2 0 8
10 გიორგი ხანიაშვილი 22:43 4 8 50 1 4 25 2 3 66.7 0 2 2 5 3 3 3 0 13
11 ნოდარ თენიეშვილი * 29:08 4 8 50 1 2 50 3 4 75 1 1 2 0 1 2 0 0 14
13 რევაზ ათანელიშვილი 05:04 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 1 0 0 0 0
20 მიხეილ ჩიტაშვილი 14:16 0 2 0 1 2 50 2 2 100 0 2 2 3 4 0 1 0 5
21 თემურ ფხაკაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 ირაკლი ალხანაიძე * 14:37 5 8 62.5 0 0 0 2 2 100 4 2 6 0 2 0 1 0 12
23 რიჩარდ მათიაშვილი * 33:34 4 10 40 2 4 50 3 8 37.5 3 9 12 9 4 5 0 1 17
24 დავით ხიზანიშვილი 10:46 1 1 100 3 5 60 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 0 11
30 ირაკლი ლომიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
3 2 5 0 0 0 0 0 0
20 44 45.45 14 27 51.85 14 22 63.64 13 23 36 28 23 14 9 1 96
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 36:41 3 4 75 2 5 40 6 6 100 0 3 3 10 0 5 3 0 18
6 ლევან გრძელიძე 03:19 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 რევაზ დიდია * 25:55 0 0 0 2 2 100 0 0 0 0 2 2 2 3 1 1 1 6
8 ლევან ცეკვავა * 36:41 6 10 60 1 4 25 7 9 77.8 0 2 2 8 2 3 1 0 22
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 04:59 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე 15:50 2 4 50 2 4 50 0 0 0 2 2 4 2 3 2 1 0 10
14 ავთანდილ ლომინაშვილი 12:50 4 7 57.1 0 0 0 1 3 33.3 1 3 4 0 4 0 0 0 9
15 გიორგი ბარბაქაძე * 30:07 5 6 83.3 2 2 100 2 2 100 1 4 5 6 3 1 1 1 18
21 აკაკი დვალიშვილი * 30:19 6 12 50 1 1 100 4 5 80 1 11 12 1 1 1 0 1 19
22 ბექა ქორიძე 03:19 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 0 0
1 0 1 0 0 0 0 0 0
26 44 59.09 10 19 52.63 20 25 80.00 6 27 33 29 17 14 8 3 102
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი

კომისარი:როლანდ ხომერიკი

 

 

ქ. თბილისი მაკაბი 105 - 120 სოხუმი 15.03.14, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
მაკაბი 21 22 27 35 105
სოხუმი 24 33 25 38 120
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 34:10 11 21 52.4 0 2 0 3 4 75 1 14 15 8 1 5 1 1 25
5 გელა გულმაგარაშვილი 12:47 3 5 60 1 2 50 0 0 0 1 4 5 4 1 0 0 0 9
8 ლაშა ელბაქიძე 12:37 0 1 0 0 2 0 0 0 0 1 2 3 1 2 0 0 0 0
9 მაიზერ რევაზაშვილი * 36:13 8 20 40 0 2 0 4 4 100 2 4 6 6 0 1 3 0 20
10 გუგა პატარაია 03:52 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 0 0 3 0 0 3
11 ირაკლი სარიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 ხვიჩა ხოსიტაშვილი 00:35 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე 03:47 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
14 გიორგი რევაზაშვილი * 40:00 8 13 61.5 0 0 0 0 0 0 5 10 15 4 4 1 1 1 16
21 გიორგი ფერიაშვილი * 40:00 13 26 50 0 0 0 3 6 50 6 10 16 0 4 3 0 1 29
23 გიორგი ნანიტაშვილი * 15:59 1 7 14.3 0 0 0 1 1 100 0 0 0 0 2 2 1 1 3
1 2 3 0 0 0 0 0 0
44 94 46.81 2 12 16.67 11 15 73.33 17 47 64 23 14 15 6 4 105
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 შოთა გოლეთიანი * 20:00 0 1 0 1 4 25 0 0 0 1 1 2 0 2 0 0 0 3
7 ირაკლი ჩლაიძე 20:00 5 7 71.4 2 11 18.2 2 2 100 1 2 3 5 1 2 1 0 18
8 გელა კოპალიანი * 23:45 5 8 62.5 2 5 40 2 2 100 4 2 6 3 3 2 1 0 18
11 გრიგოლ შვანგირაძე 20:00 2 3 66.7 4 7 57.1 0 0 0 1 2 3 2 0 0 1 0 16
12 ირაკლი გაბისონია * 20:00 2 5 40 0 0 0 1 5 20 4 7 11 4 2 2 2 1 5
13 რატი ბააკაშვილი 20:00 1 2 50 1 7 14.3 0 0 0 1 3 4 10 1 0 0 0 5
14 ვახტანგ ქადარია 16:15 1 2 50 0 3 0 0 0 0 1 5 6 2 0 1 0 2 2
21 ჯერემი საიმონსი 20:00 11 14 78.6 0 2 0 3 3 100 4 8 12 2 1 0 2 0 25
22 დავით დეკანოიძე * 20:00 4 9 44.4 3 11 27.3 1 2 50 2 4 6 1 1 4 0 0 18
33 ბექა ბექაური * 20:00 2 6 33.3 2 5 40 0 2 0 1 9 10 1 1 1 0 3 10
1 1 2 0 0 0 0 0 0
33 57 57.89 15 55 27.27 9 16 56.25 21 44 65 30 12 12 7 6 120
 

 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:დავით ბერეკაშვილი, მიხეილ ვართანოვი, გურამ მიქელაძე

კომისარი:თენგიზ ქიქოძე

 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 13 11 / 2 1136 / 849 24
2 არმია 13 11 / 2 1061 / 870 24
3 ქუთაისი 14 10 / 4 1211 / 1013 24
4 ბათუმი-რსუ 14 8 / 6 1071 / 1010 22
5 შსს აკადემია 13 8 / 5 1005 / 949 21
6 სოხუმი 13 7 / 6 970 / 907 20
7 რუსთავი 13 3 / 10 879 / 1063 16
8 ოლიმპი 13 2 / 11 963 / 1095 15
9 მაკაბი 14 0 / 14 979 / 1519 14
0.251826