ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში სტარტი აიღო რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც 3 ქართველი მოჭადრაკე – ლევან ფანცულაია (2595), მერაბ გაგუნაშვილი (2556), თორნიკე სანიკიძე (2553) ჩაება.
პირველ ტურში ფანცულაიამ შავი ფიგურებით სამეერ კატმალეს (ინდოეთი, 2261) სძლია, სანიკიძე შავებითვე ვიგნეშს (ინდოეთი, 2236) დაუზავდა, ხოლო გაგუნაშვილმა თეთრი ფიგურებით ნირანჯან ნავალგუნდი (ინდოეთი, 2239) დაამარცხა.
ქართველი მოჭადრაკეები მე-2 ტურშიც ინდოელებს ეთამაშებიან: ფანცულაია – შარმა ჰიმანშუს (2359), გაგუნაშვილი – გირინატს (2323), სანიკიძე კი – რუბა ვარმან ვასანტას (2034).
ცნობისთვის, ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება. პირველ ნომრად რუსი ივან პოპოვია (2652) განთესილი, ფანცულაია რეიტინგით მეორეა, გაგუნაშვილი – მე-9, ხოლო სანიკიძე – მე-10.