3 ივლისს თბილისის სპორტის სასახლე კიკბოქსინგში WFC ვერსიით K 1-ის ორთაბრძოლებს უმასპინძლებს. გიგა ჭიკაძე K 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იაპონელ სპორტსმენს ნაოკი სამუკავას დაუპირისპირდება.
პარალალურად გაიმართება სარეიტინგო ორთაბრძლები, რომელშიც მონაწილეობას ჰოლანდიელი, არგენტინელი, იაპონელი, სურინამელი, რუსი, სომეხი და ქართველი მებრძოლები მიიღებენ.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ და მისმა მეტოქემ იაპონელმა ნაოკი სამუკავამ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. პრესკონფერენციიას დაესწრო WFC-ის ოფიციალური წარმომადგენელი.
ღონისძიება საქართველოს კიკბოქსის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყობა. ღონისძიების მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman). მთლიანი შოუ კი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. გიგა ჭიკაძე გაეროს გენერალური მდივნის პან კი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” აქტიურადაა ჩართული. 3 ივლისს ამ კამპანიას მხარდაჭერას ორთაბრძოლებში მონაწილე სხვა სპორტსმენებიც გამოუცხადებენ.
ორთაბრძლები თბილისის სპორტის სასახლეში 3 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება. მთავარი შოუ და საჩემპიონო ქამრისთვის ორთაბრძოლა კი 20:00 საათზე შედგება.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ფონდში "knockout cancer" (დაამარცხე სიმსივნე). ფონდი ეხმარება სიმსივნით დაავადებულების მკურნალობას.
გიგა ჭიკაძე
გიგა 4 წლიდან ვარჯიშობდა კიოკუშინ კარატეს სტილში. პირველი საერთაშორისო გამარჯვება კი მან 7 წლის ასაკში მოიპოვა. 12 წლიდან ის სრული კონტაქტური კატარეს გოჯუ რიუს სკოლის წევრი გახდა, სადაც 14 წლის ასაკში უპრეცედენტო შედეგი – ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 18 წლამდე ასაკის ტურნირში. 18 წლის ასაკში გიგა გახდა ჩემპიონი აღნიშნული ტურნირის ყველაზე მაღალი რანგის ვერსიით, სადაც ფინალში 30 წლის სპორტსმენი დაამარცხა. აღნიშნულ ჩემპიონატს კარატეს ოლიმპიადას უწოდებენ. იგი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და უმაღლეს ლიგად ითვლება. გიგა ამსტერდამის ყველაზე ძლიერ კლუბებში - Mike Gym-სა და Golden Glory-ში ვარჯიშობდა. ის არის მსოფლიო ქამრის მფლობელი – Slamm ვერსიით, K1 სტილში ევროპის ქამრის მფლობელი, Muay Thai It's Showtime ტურნირის გამარჯვებული, A კლასის მრავალი ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი.
გიგა ამ ეტაპზე Vos Gym-ში საქართველოს სახელით ასპარეზობს. 3 ივლისს სპორტის სასახლეში გიგა ჭიკაძე მებრძოლ ნაოკი სამუკავას შეხვდება.
ნაოკი სამუკავა
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 75 კგ
მიღწევები: 40 ჩხუბი, 27 გამარჯვება, 10 წაგება, 3 ფრე.
www.msy.gov.ge