ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ინტერნეტპორტალების eurosport.onet.pl-ისა და sport.wp.pl ვერსიით.
განვლილ ტურში, “იაგიელონიამ” სახლში შჩეცინის “პოგონი” 5:0 დაამარცხა, ხოლო ძალამიძემ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა.
“ორჯერ წარმოუდგენელი სისწრაფით ტომაშ ლისოვსკის გაცდა და ორივე შემთხვევაში გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მაცეი გაიოსს საგოლე პასი მისცა. ქართველმა კვლავ გაგვახსენა ის მოთამაშე, რომელმაც პოლონეთის ლიგაში დებიუტისას უზადო ტექნიკა გამოავლინა”, - იუწყება eurosport.onet.pl-ი ძალამიძის შესახებ.