კალათბურთი

15:32 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა

“მილუოკი ბაქსის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მორიგი საგამოფენო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ზაზას ფეხის მყესი აქვს ნატკენი და “მედისონ სქვერ გარდენში” “ნიუ იორკ ნიქსთან” მოგებულ (120:107) თამაშს ამიტომ დააკლდა.

გასულ შეხვედრაში მილუოკელთა მხრიდან საუკეთესო სათადარიგო ო ჯეი მაიო გახლდათ, რომელმაც 31 წუთში 24 ქულა მიითვალა. 14-14 ქულა მოაგროვეს ანტეტოკოუნმპომ და დადლიმ, გუნდის ახალწვეულმა პარკერმა კი 13 ქულა ჩააგდო.

წინასასეზონო პერიოდში, “ბაქსს” თანაბარი ბალანსი (3 მოგება, 3 მარცხი) აქვს, მომდევნო მატჩს კი 23 ოქტომბრის დილას, შინ, “მინესოტა ტიმბერვულვზთან” ჩაატარებს.

0.130488