ფეხბურთი

15:02 | 21.10.2014 | ნანახია 672 - ჯერ

დე ბური: "დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია"

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა კატალონიის "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მის გუნდს შედეგის მიღწევა შეუძლია.

"მინდა მომდევნო მატჩს კარგ განწყობაზე შევხვდე. ჩვენ შეგვიძლია დადებით შედეგს მივაღწიოთ. გასულ წელს "აიაქსმა" "ბარსელონა" დაამარცხა და იმ მატჩმა გვანახა, რომ ჩვენც შეგვიძლია ძლიერ მეტოქეებთან ორთაბრძოლა. ესპანელები ძლიერები არიან და მათ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. რთულ ჯგუფში ვართ და შევეცდებით ქულები მაქსიმალურად მოვაგროვოთ. მთავარია მომდევნო მატჩში ჩვენ საფეხბურთო ფილოსოფიას მივენდოთ და უნდა ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი - წარმატების მისაღწევად ეს საუკეთესო გზაა", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

"აიაქსის" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ბოლო 8 თამაშია არ მოუგია და ჰოლანდიელები წარუმატებელი სერიის შეწყვეტის მოლოდინში არიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 21.10.2014
man united20 (1478)

გაუჭირდება აიაქს მოგება,

16:50 | 21.10.2014
BEERTRANCE (97819)

სანახაობა იყოს მთავარია

15:44 | 21.10.2014
GOVEN (4940)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136116