კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩამდე "აიაქსის" წინააღმდეგ აღნიშნავს, რომ ამსტერდამელებთან გამარჯვება მის გუნდისთვის მერვედფინალის საგზურის გასაღებია.
"ჩვენ შევეცდებით სრულყოფილად ვიასპარეზოთ და "აიაქსი" დავამარცხოთ. მეტოქე კარგად დაკომპლექტებული გუნდია, იცის როგორ შეუტიოს და პრესინგზე როგორ ითამაშოს. გასულ სეზონში ჰოლანდიელებმა "ბარსელონას" ბევრი პრობლემა შეუქმნეს. ეს არის ჩვენი მესამე თამაში. პირველი მოვიგეთ, მეორე წავაგეთ და მომავალი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. სახლში ვთამაშობთ და ეს მატჩი არის ჩვენი მომდევნო ეტაპზე გასასვლელი გასაღები", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
"ბარსელონას" და "აიაქსის" დაპირისპირება ოფიციალურ მატჩებში სულ ორ მატჩს ითვლის. ამ გუნდების დაპირისპირება გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. პირველი მატჩი ესპანელებმა 4:0 მოიგეს, ხოლო სტუმრად 1:2 წააგეს.