ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 8 ტურმა განვლო, აქამდე ყველა გუნდის თავკაცი ინარჩუნებდა თავის სამუშაო ადგილს. „კორდობა“ გახდა პირველი გუნდი მიმდინარე სეზონში, რომელმაც თავკაცი შეიცვალა.
ალბერტ ფერერი სერბმა სპეციალისტმა, მიროსლავ ჯუკიჩმა ჩაანაცვლა.
„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის ალბერტ ფერერს, მან შეძლო და გუნდი 42 წლის შემდეგ პრიმერა დივიზიონს დაუბრუნა, თუმცა ის დღეიდან აღარ არის კლუბის მთავარი მწვრთნელი“. - ნათქვამია „კორდობას“ ოფიციალურ საიტზე.
„კორდობა“ 8 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
მიროსლავ ჯუკიჩი კი გასულ სეზონში „ვალენსიას“ ედგა სათავეში, თუმცა დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის.
გიორგი მელქაძე