ფეხბურთი

11:52 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ჩვენ კვლავ ჯგუფის აუტსაიდერები ვართ"

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე აღნიშნა, რომ მისი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერია და "ბაიერნთან" დაპირისპირების წინაც იგივეს აცხადებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ჯგუფის აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ჩავატარეთ ორი კარგი მატჩი და გვინდა წარმატებული სვლა გავაგრძელოთ. მომავალი დაპირისპირება მაღალი დონის იქნება. ჩვენ ვიცით, რომ "სტადიო ოლიმპიკო" გადაჭედილი იქნება და გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარებიან.

გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. მან ახალგაზრდულ ასაკში უკვე ბევრ მიაღწია. "ბაიერნი" ძლიერი გუნდია, თუმცა არ გვეშინია. გერმანელებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენც კარგი მოთამაშეები გვყავს და ზურგს ჩვენი სტადიონი გვიმაგრებს. მომდევნო მატჩში ჩვენ მაყურებლის სტატუსით არ ვითამაშებთ და შევეცდებით პოზიტიურ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

E ჯგუფში მიუნხენელები 6 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო რომაელები ერთი მოგებისა და ფრეს შემდეგ მეორე პოზიციას იკავებენ.

0.132072