სლოვენიური "მარიბორის" მთავარმა მწვრთნელმა ანტე შიმუნჯამ ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსისთან" გასამართ შეხვედრამდე აღნიშნა, რომ ლონდონში გასამართი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მისი გუნდის მიზანი პოზიტიური შედეგის დაფიქსირებაა.
"ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტით ვთამაშობთ. შემტევი ფეხბურთი გვიყვარს და ყოველთვის ვცდილობთ შეხვედრა მოვიგოთ. მომავალ მატჩში გვინდა დავინახოთ ჩვენი პოზიტიური და მათი ნეგატიური მხარე და ვიმედოვნებ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ ვიცით, რომ "ჩელსისთან" თამაში რთული იქნება, თუმცა შედეგის მისაღწევად ცდას არ დავაკლებთ.
დიეგო კოშტა ტრავმირებულია, თუმცა სხვა ფეხბურთელები მწყობრში არიან და რთული მატჩი გველოდება. რომ არ მოვიტყუო, ლონდონელები ფავორიტები არიან, თუმცა ჩვენი მიზანი დადებითი შედეგია. გამარჯვება "ჩელსისთან"? რატომაც არა. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა სლოვენიელმა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ ევროტურნირებზე "მარიბორიმ" ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.