დღეს, ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის შემდეგ ისევ განახლდება. დღის გამორჩეული მატჩი კი უდავოდ რომში გაიმართება, სადაც „სტადიო ოლიმპიკოზე“ იტალიური „რომა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მიუნხენელთა ესპანელმა თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავიანთი დღევანდელი მეტოქე შეაქო.
„რომას“ თამაშის ყურება ძალზე სასიამოვნოა. ისინი ძალიან კარგად გადადიან დაცვიდან შეტევაში, როგორც ამას ბოლო წლებში კონტეს ფორმაციის „იუვენტუსი“ ახერხებდა. იტალიასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, როგორც „ბრეშას“ პერიოდიდან, ისე „რომადან“, - აღნიშნა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ე.წ სიკვდილის ჯგუფს „ბაიერნი“ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო რომაელები 4 ქულით მე-2 პოზიციზე იმყოფებიან.
გიორგი მელქაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხოდა უცქირე იქნებ წააგო კიდეც
შეიძლება გვარდიც დარჩეს რომას თამაშით დღეს "ნასიამოვნები" DDDD
სიტი უფრო კარგ პოზიციაში არის,დღეს ბაიერნმა თუ მოიგო სიტის ძალიან დიდი შანსი ექნება გასვლას რადგან დღევანდელი მოგებით ბაიერნი პრაქტიკულად გასულია,მერე სახლში იღებს რომას და ცეესკას და საკუთარ მოედანზე მინიმუმ 4 ქულას მაინც აიღებს,ბაიერნი როგორც წესი ამ ბოლო წლებში 1 თამაშს ყოველთვის ტეხავს ინგლისურ კლუბებთან და ბაიერნი გასული იქნება ჯგუფიდან და ისე დიდი მოტივაცია არ ექნებათ როგორც ეხლა რომასთან ექნება ბაიერნს და სულაც არ გამიკვირდება სიტიმ რომ მოიგოს ინგლისში ბაიერნთან
ჩემიაზრით ქულას მაიცნ აიგებს დგეს რომა, გაკუთარ მოედანზე აარამგონია წააგოს, აი სიტის რაეშველება ეს არის საკითხავიDDDDD
გვარდი ბენატია და ლევანა სასტავში,დანტე და ჰოიბერგი სკამზე
მეც მსიამოვნებს რომას თამაშის ყურება
გვარდი ჩემი ერთერთი ფავორიტი მწვრთნელია, მაგრამ დღეს დიდი იმედი მაქვს რუდი გარსია დაჯაბნის და სასურველ შედეგს მივაღწევთ. ყველა რესურსი გვაქვს მაგისთვის. ასეთი ანშლაგი, რაც დღეს იქნება დიდი ხანია რომის ოლიმპიურ სტადიონზე არ ყოფილა. ფორცა რომა.
სრულიად ვეთანხმები გვარდიოლას რომა ძალიან მიმზედველ ფეხბურთს თამაშობს სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში ყურადღება გვმართებს დღეს ჩვენი მცველების გადამკიდე
დღეს მოიგე თავი არ მაგინებინო
DDDD