ფეხბურთი

10:25 | 21.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ფრე “ლუიჯი ფერარისზე”

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტური “ლუიჯი ფერარიზე” დასრულდა. ლევან მჭედლიძის გუნდმა გასვლით მატჩში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი კვლავ ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. მჭედლიძე მოედანზე საგოლე პასის ავტორის მასიმო მაკარონეს ნაცვლად, 84-ე წუთზე გამოვიდა.

პირველი გოლი მე-14 წუთზე მატრის პასის შემდეგ ბერტოლაჩიმ გაიტანა, ხოლო მასპინძელთა კარში საპასუხო გოლი 78-ე წუთზე ტონელიმ გაიტანა.

წარუმატებლად დაწყებული სეზონის შემდეგ “ემპოლიმ” შედეგიანი მატჩები ჩაატარა, რაც ცხრილზეც აისახა.

სატურნირო ცხრილში “ჯენოა” მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო “ემპოლი” ოდნავ ქვევით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სამი ქულით უსწრებს.

შემდეგ ტურში “ჯენოა” ვერონაში “კიევოსთან” ითამაშებს, ხოლო “ემპოლი” საშინაო არენაზე “კალიარის” ეთამაშება.

“ჯენოა” – “ემპოლი” 1:1 (1:0)

ჯენოა, “ლუიჯი ფერარისი.”

ჯენოა: პერინი, მარკეზი, ბურდისო, დე მაიო, ანტონელი (გრეკო 79 ), რინკონი (ანტონინი 70 ), ბერტოლაჩი, დოს სანტოსი, ფალკე (ლესტიენე 63), პეროტი, მატრი

მთავარი მწვრთნელი: გასპერინი

ემპოლი: ბასი, ჰისაი, ტონელი, რუგანი, რუი, ვალდიფიორი, ვეცინო, ვერდი (ზელინსკი 69 ), კროკე, პუკარელი (ტავანო 59), მაკარონე (მჭედლიძე 84)

მთავარი მწვრთნელი: სარი

გოლები: 1:0 ბერტოლაჩი (14), 1:1 ტონელი (78)

გაფრთხილება: ანტონინი (70), კროკე (76), პეროტი (78), ბერტოლაჩი (90+2)

მთავარი მსაჯი: კერველერა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063326
სარეკლამო ადგილი - 99
X x X