ფეხბურთი

0:47 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის 6 წუთი გენუაში

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტური “ჯენოას” და ლევან მჭედლიძის “ემპოლის” მატჩით დასრულდა. ანგარიში მე-14 წუთზე ბერტოლაჩიმ გახსნა, სტუმრებმა კი 77-ზე ტონელის ზუსტი დარტყმის წყალობით გაათანაბრეს და საყაიმო ანგარიშს გამორჩნენ – 1:1.

მჭედლიძე, რომელმაც შოტლანდიასთან სანაკრებო შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, სათადარიგო გახლდათ. ლევანი მინდორზე თამაშის მიწურულს – 84-ე წუთზე მაკარონეს ნაცვლად გამოჩნდა.

“ემპოლის” 7 ქულა მოუგროვდა და იტალიის ჩემპიონატში მე-13 ადგილი უკავია.

0.107528