ფეხბურთი

13:00 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “სერიოზულად ვფიქრობ, რომ მომავალ წელს რამდენიმე ცვლილება განვახორციელო”

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვთნელი იოახიმ ლიოვი, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრებთან საშინაო გამარჯვების (4:0) შემდეგ, შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

“უკმაყოფილო ვარ. ჩემთვის 4:0 შედეგი არასაკმარისია, რადგან ძალიან ცოტა გავიტანეთ. გუნდისგან მეტს ველოდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. პირველ ტაიმში მომენტებს ვქმნიდით, ხოლო შესვენების შემდეგ ისინი პრაქტიკულად არ გვქონია. სისწრაფე არ გვყოფნიდა, აღარ დავრბოდით და მეტოქის დაცვაზე ზეწოლა ვერ გავზარდეთ. ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ თამაშითა და შედეგით უკმაყოფილო ვარ.

სამშაბათს, ესპანეთთან მატჩში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჩვენი მომავალი მეტოქე სულ სხვაგვარად თამაშობს, მეტს უტევს და ინდივიდუალურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. სხვა შემადგენლობა უნდა დავაყენო და სხვა ფეხბურთი ვაჩვენოთ.

სერიოზულად ვფიქრობ, რომ მომავალ წელს რამდენიმე ცვლილება განვახორციელო, რომელსაც ჩვენი განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება. ალბათ, ბევრ ფეხბურთელს მიმდინარე წლის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წელი აღმოჩნდა, დასასრული გაახარებს. ჩვენ მოსალოდნელი პრობლემები შეგვექმნა და ევროპის შესარჩევ ციკლში ისე ვერ გამოვდივართ, როგორც გვსურს.

იმ წნეხის გათვალისწინებით, რაც მსოფლიო ჩემპიონატამდე ნახევარი წლით ადრე გვქონდა, გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი მოთამაშე მოეშვა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი წლის მერე, როდესაც ყველაფერი ახლიდან იწყება, ფეხბურთელები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

ერთი-ორი მოთამაშისგან, რომლებსაც შანსი მივეცი, უფრო მეტს ველოდი. მეტოქის კართან უფრო სახიფათო თამაშსა და კარში მეტ დარტყმას ველოდი. პირველ ტაიმში სწრაფ პოზიციურ ფეხბურთს ვაჩვენებდით, ხოლო შესვენების მერე, ხშირად ცენტრიდან თამაშს ვცდილობდით.

გიბრალტარის ნაკრებმა ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ამ გუნდმა ბოლო რამდენიმე მატჩის განმავლობაში თავის დაცვა ისწავლა. ის ერთი და იგივე სტილში თამაშობს. ფეხბურთელები, რაც უფრო დიდი ხანი თამაშობენ ერთად, დაცვაში უფრო უკეთესად გამოიყურებიან. თუმცა, მთელი ძალით რომ გვეთამაშა, მოწინააღმდეგე მეტ გოლს გაუშვებდა” – იუწყება ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11613