“ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი, რაჰიმ სტერლინგი ოქტომბრის ბოლოს მერსესაიდულ გრანდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Mirror-ი
ახალი ხელშეკრულება 5-წლიანი იქნება, რომლის თანახმადაც, 19 წლის ფეხბურთელი კვირაში 100000 ფუნტს მიიღებს.
სტერლინგის მოქმედ ხელშეკრულებას ყავლი 2017 წელს გასდის.