ჩოგბურთი

17:24 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინა ჰინგისი: “შარაპოვა კვლავ თავის საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებს”

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა მარტინა ჰინგისმა, რომელმაც სამი სეზონი დაასრულა ნომერ პირველი ჩოგანის რანგში, არ გარისკა პროგნოზის გაკეთება თუ ვინ გახდება პირველი ჩოგანი სერენა უილიამსსა და მარია შარაპოვას შორის.

“სერენა ბოლო ორი-სამი წელია პირველი ჩოგანია. ამ კვირაში მან ჩემი რეკორდი გაიმეორა რეიტინგის სათავეში ყოფნის კვირების რაოდენობის მიხედვით. მან დიდი სლემი 18-ჯერ მოიგო. მას გაიხსენებენ როგორც ქალთა ჩოგბურთის ლეგენდას. მარიამ ამ წელს მეორედ მოიგო “როლანდ გაროსი”. მიხარია, რომ მარია კვლავ თავის საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებს. სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება. დაე ძლიერმა გაიმარჯვოს. არ მინდა წინასწარ პროგნოზების გაკეთება” – news.sport-express.ru ჰინგისის სიტყვებს ციტირებს.

0.114822