ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსი” გასვლით მატჩში “ორლანდო მეჯიქთან” 85:101 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი და 54 წამი დაჰყო. ქართველი ცენტრის მონაგარი 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი გახლდათ. ზაზამ 3 ორქულიანი ისროლა და მხოლოდ ერთი ჩააგდო, საჯარიმოები არ უსვრია, ბურთი ორჯერ დაკარგა.
“მილოუკს” 4 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ზაზას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.